სუბარი, ხუნდაძე, ყაველაშვილი: ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, თავად უთხრას საზოგადოებას, გაიმართა თუ არა შეხვედრა დეგნანთან 24 თებერვლის შემდეგ და რა საკითხი იქნა განხილული

ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ამერიკის ელჩმა არ გაგვცა პასუხი შეკითხვაზე შეხვედრასთან დაკავშირებით, თავად უთხრას საზოგადოებას, გაიმართა თუ არა შეხვედრა მასსა და კელი დეგნანს შორის 24 თებერვლის შემდეგ და რა საკითხი იქნა მასზე განხილული, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის ერთობლივ წერილში.

სუბარი, ხუნდაძე, ყაველაშვილი: ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს,  თავად უთხრას საზოგადოებას, გაიმართა თუ არა შეხვედრა დეგნანთან 24 თებერვლის შემდეგ და რა საკითხი იქნა განხილული

დეპუტატები აღნიშნავენ, რომ საჭიროა მათი მაქსიმალური აქტიურობა და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა, რათა მოვლენების არასასურველი სცენარით განვითარების მინიმალური რისკიც არ დაუშვან.

„ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ამერიკის ელჩმა არ გაგვცა პასუხი შეკითხვაზე შეხვედრასთან დაკავშირებით, თავად უთხრას საზოგადოებას, გაიმართა თუ არა შეხვედრა მასსა და კელი დეგნანს შორის 24 თებერვლის შემდეგ და თუ გაიმართა, ვისი ინიციატივით და რა საკითხი იქნა მასზე განხილული.

ჩვენ ვინარჩუნებთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ ბოლომდე დაიცავს პოზიციებს და არ ჩაერთვება ისეთ ომში, რომელსაც გლობალური მიზნებისთვის გარკვეული უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას სრულ განადგურებას უქადის. თუმცა, იმისათვის, რომ მოვლენების სხვაგვარი სცენარით განვითარების მინიმალური რისკიც არ დავუშვათ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მაქსიმალური აქტიურობა და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმაა საჭირო, რაზეც მომავალშიც მაქსიმალურად ვიზრუნებთ“, – ნათქვამია ერთობლივ წერილში.