უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპა გაზთან დაკავშირებით საკუთარ თავს ეწინააღმდეგება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ ზიარტომ განაცხადა, რომ ევროპა გაზთან დაკავშირებით, საკუთარ თავს ძლიერ ეწინააღმდეგება.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპა გაზთან დაკავშირებით საკუთარ თავს ეწინააღმდეგება

პიტერ ზიარტომ ასევე აღნიშნა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები, აცხადებენ აბსურდულ რაღაცეებს, რომ თოთქოს ისინი აღარ არიან დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე და ამავდროულად, იგივე ევროკომისია თხოვს ევროპის მოსახლეობას, რომ გაგებით მოეკიდონ ამ საკითხს და რაც შეიძლება ნაკლები გაზის მოხმარება აწარმოონ.

ევროკომისიის წინადადება გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების შესახებ ეწინააღმდეგება პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ მათი ქვეყნები, თითქოს აღარ არიან დამოკიდებულნი რუსულ ენერგორესურსებზე, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ, მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მის სიტყვებს გამოცემა Index-ი ციტირებს.

ზიარტო რუსეთში 21 ივლისს ჩავიდა მას შემდეგ, რაც უნგრეთის ხელისუფლებამ ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დამატებით 700 მილიონი კუბური მეტრის ყიდვა გადაწყვიტა, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობებისა.

– “ბოლო თვეებში დასავლეთ ევროპის წამყვანი პოლიტიკოსებისგან გავიგე, რომ მათ ყველაფერი გადაწყვიტეს და უკვე იპოვეს გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროები, სხვა ადგილებიდან და ამით თითქოს მოიშორეს რუსეთზე დამოკიდებულება! მაშ რატომ არის აეთი შფოთვა ევროპაში, თუ ყველაფერი კარგად არის!?” – განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წესით გაზის შესყიდვა “იდეოლოგიური საკითხი არ უნდა იყოს და ის, მხოლოდ ფიზიკურია”, და რომ მოდის ზამთრის გათბობის სეზონი და იმის გაცხადება პოლიტიკოსების მხრიდან, რომ რუსეთის გაზის გარეშე სხვა გაზის მოწოდება იქნება, ეს უბრალოდ ძალიან არასერიოზულია, რადგან ჯერ-ჯრობით ეს ვირტუალური გაზი ფიზიკურად არსაიდან არ ჩანს!

წინა კვირაში ევროკომისიამ ევროპის მოსახლეობას შესთავაზა გაზის მოხმარების შემცირება 15%-ით მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტის შიშის გამო. ეს უკვე მკაცრად გააპროტესტეს ესპანეთმა, საბერძნეთმა და პორტუგალიამ.

– “ევროპულმა ქვეყნებმა დაუშვეს დიდი შეცდომები და ახლა ისინი ეძებენ აბსტრაქტულ დამნაშავეებს და მოუწოდებენ თავიანთ მოქალაქეებს, რომ რაც შეიძლება მეტად დაზოგონ წყალი და ელექტროენერგია, რათა ამით “პუტინი გააბრაზონ”” – რედაქციის შენიშვნა.

წყარო: news.mail.ru