არა, ბატონებო და ქალბატონებო: თავისუფალი მედია აღვირახსნილობას და ყველაფრის უფლებას არ ნიშნავს – ზაურ ნაჭყებია

ერთი აქეთ მოიხედეთ, „კოლეგა “ ჟურნალისტებო და მათი სოლიდარობით გულდათუთქულო აუდიტორიავ:
თმენის და ეთიკის დაცვის ვალდებულება ცალმხრივი არ არის, არც კაცის მხრიდან ქალის პატივისცემა და პირიქით, არ გახლავთ ცალმხრივი, როგორც ეს თქვენ გინდათ „დაგვიკანონოთ“.

არა, ბატონებო და ქალბატონებო: თავისუფალი მედია აღვირახსნილობას და ყველაფრის უფლებას არ ნიშნავს - ზაურ ნაჭყებია

ირაკლი კობახიძე არასდროს დამიცავს და არც ახლა ვარ მისი თავგამოდებული დამცველი, მაგრამ, რისი გატარებაც არ შეიძლება, არ გავატარებ.

ცალკეული შემთხვევები რომ იყოს, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ, დღევანდელი ქართული მედია, განსაკუთრებით ტელემედია , პროსტიტუციად რომ იქცა და იქ მომუშავე ვაიჟურნალისტების უმეტესობა, პროსტიტუტკებად, ამას როგორ უნდა ვუშველოთ იმაზე უნდა ვფიქრობდეთ და არა კობახიძის დანამუსებაზე(თუ თანამედროვე ტერმინოლოგიით ვიტყვით, დაბულინგებაზე) : რომ რადგან ის დეპუტატია , თან მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ვალდებულია ყველაფერი მოითმინოს!

არა, ბატონებო და ქალბატონებო: თავისუფალი მედია აღვირახსნილობას და ყველაფრის უფლებას არ ნიშნავს, პასუხისმგებლობაც უნდა უმაგრებდეს ზურგს. სხვანაირად მივიღეთ ის , რაც მივიღეთ და რისი მოთმენაც არ შეიძლება!!!

ვინაიდან , საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც დაარეგულირებს ჟურნალისტის საქმიანობას და გაზრდის მის პროფესიულ პასუხისმგებლობას, ვიდრე, ასეთი კანონი ოფიციალურად არ გვექნება, არსებობს მეორე გზაც-დაუწერელი კანონი, რომლითაც ისარგებლა სწორედ ირაკლი კობახიძემ.

ვინ არის დავით არახამია, რომ მისი ნაბოდვარი ჭურნალისტებმა აიტაცონ და მსგავსი პროვოკაციული კითხვებით ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენონ!მე არ ვიცი, ვინ ვისი აგენტია, მაგრამ, როცა ჟურნალისტად წოდებული ახალგაზრდა გოგონა, მიუხედავად გაფრთხილებისა, თავს უფლებას აძლევს, ერთი და იგივე „ბრალდება“ რესპოდენტს სამჯერ გაუმეოროს, ღირსია იმის , რაც მიიღო!
დიახ, ასეთი ჟურნალისტიკა პროსტიტუციაა, მათი მსახურები კი პროსტიტუტკები. ამდენად მათი ადგილი „ბორდელშია“ და არა ტელევიზიებში, რომ უფრო და უფრო არ აამყრალონ სატელევიზიო ეთერი და სულიერად გაათახსირონ საზოგადოება!

P.S. ვინც მიცნობს,ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორ მიყვარს ჩემი პროფესია და რამდენად სოლიდარული ვარ კოლეგების მიმართ,მაგრამ, ბოდიშით და დღევანდელი მედიის პროსტიტუტკებს, კოლეგებად არ ვთვლი და ყოველთვის ვიტყვი იმას , რასაც ვფიქრობ და რასაც იმსახურებენ.!!!

სულ ეს არის.

 

ზაურ ნაჭყებია