გარევაჭრობის, ასევე არასათანადო რეკლამის განთავსებისთვის სანქციები და ჯარიმები გავრცელდება

ნებართვის გარეშე გარევაჭრობის, ასევე არასათანადო რეკლამის განთავსებისთვის სანქციები და ჯარიმები გავრცელდება.

გარევაჭრობის, ასევე არასათანადო რეკლამის განთავსებისთვის სანქციები და ჯარიმები გავრცელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს.

„განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც გარე ვაჭრობის საკითხების დარეგულირებას ითვალისწინებს. ცვლილების მიხედვით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე გარევაჭრობისა და არასათანადო რეკლამის განთავსებისათვის დარღვევებზე სანქციები და ჯარიმები გავრცელდება. აღნიშნულ მუხლებს ემატება სანქციები ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენისათვის.

მთავრობის წევრებმა განიხილეს ასევე „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მოწესრიგდება დიპლომატიურ სამსახურში როტაციის ციკლი, რომლითაც დარეგულირდება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში თანამშრომელთა გრძელვადიანი მივლინებით წარგზავნის წესი და ვადები” – აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

წყარო: 1tv.ge