ისე ვეღარ იქნება, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ინტერესების დაცვას – პრორუსულობას ეძახიან და ამერიკის ელჩის უპირობო მორჩილებას – თავისუფლებასა და პატრიოტიზმს – შაქარაშვილი

დაინგრა თქვენი დაწესებული ლიბერალური სტერეოტიპები! ისე ვეღარ იქნება, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ინტერესების დაცვას – პრორუსულობას ეძახიან და ამერიკის ელჩის უპირობო მორჩილებას – თავისუფლებასა და პატრიოტიზმს, – ამის შესახებ ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ისე ვეღარ იქნება, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ინტერესების დაცვას - პრორუსულობას ეძახიან და ამერიკის ელჩის უპირობო მორჩილებას - თავისუფლებასა და პატრიოტიზმს - შაქარაშვილი

მისი თქმით, ფაქტია, რომ შექმნილ ვითარებაში ერთმანეთს არ ემთხვევა ამერიკის და საქართველოს ინტერესები, ეს რეალობაა!

„ჩვენ, ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ კითხვების დასმა ელჩის მისამართით, როდესაც გამოიკვეთა საქართველოს ომში ჩაბმის პირველი ნიშნები. სამწუხაროდ, არათუ პასუხი გაეცა ამ კითხვებს, არამედ პირველ ეტაპზე იგნორით, შემდეგ კი სახელმწიფო დეპარტამენტის დემონსტაციული მხარდაჭერით დადასტურდა ყველა ვარაუდი. ფაქტია, რომ შექმნილ ვითარებაში ერთმანეთს არ ემთხვევა ამერიკის და საქართველოს ინტერესები, ეს რეალობაა! ამაში არაფერია გაუგებარი, რადგან არ არსებობენ მუდმივი მეგობრები, არსებობს მუდმივი ინტერესები! აშშ-ს არსებული ადმინისტრაციის ინტერესია საკუთარი მოკავშირეების ჩართვა ომში, რუსეთის დასუსტების მიზნით. ჩვენი სასიცოცხლო ინტერესია მშვიდობის შენარჩუნება!
ინტერესების შეუთავსებლობიდან არის გამოწვეული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ყველა მცდელობა – ბიძინა ივანიშვილის განეიტრალება, როგორც ყველაზე მეტად ხელისშემშლელი ფაქტორი; სასამართლოს კონტროლი; „ტექნიკური მთავრობის” მოთხოვნის მხარდაჭერა თუ სხვა ელემენტები, რაც სასურველი ხელისუფლების მოყვანას გაადვილებს, ისევ იმიტომ, რომ ომში ჩართვის ინტერესი სისრულეში მოიყვანონ.

P.S. იმათზე აღარაფერს ვამბობ, ომში ჩართვის საფრთხეს აბსტრაქტულს რომ უწოდებენ და აბა ერთი ვინ მოგვიწოდა, სადმე გვანახეთო… P.P.S. არ იმათზე, რომ ამბობენ ამერიკელები რევოლუციებს არ აწყობენ, როგორ გეკადრებათო“, – წერს ვატო შაქარიშვილი.