ისრაელის პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ყოველთვის მზადაა ოფიციალურ მოსკოვთან დიალოგისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ყოველთვის მზადაა ოფიციალურ მოსკოვთან დიალოგისთვის. ლაპიდის თქმით, რუსეთსა და ისრაელს შორის კავშირები „მემკვიდრეობას ეფუძნება“.

„ისრაელისა და რუსეთის ურთიერთობები მემკვიდრეობას, უწყვეტ კავშირსა და ორმხრივ ინტერესებს ეფუძნება. ებრაული თემი რუსეთში ამ ურთიერთობებში ცენტრალურია“, – აღნიშნულია ლაპიდის განცხადებაში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ყოველთვის მზადაა ოფიციალურ მოსკოვთან დიალოგისთვის
ისრაელის პრემიერი დასძენს, რომ თუ სამართლებრივი საკითხები წამოიჭრება რუსეთში ებრაული სააგენტოს მნიშვნელოვან საქმიანობასთან დაკავშირებით, ისრაელი, როგორც ყოველთვის, მზადაა აღნიშნულთან დაკავშირებით დიალოგში ჩაერთოს.

ლაპიდის ოფისში აცხადებენ, რომ ისრაელის ლიდერმა კომენტარი კრემლის პრესსპიკერის, განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რა დროსაც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ებრაულ სააგენტოსთან დაკავშირებით ვითარება არ უნდა იყოს პოლიტიზებული.