ლავროვი: ჩვენი მიზანი კიევის მიუღებელი რეჟიმის შეცვლაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვის მთავარი მიზანი კიევის „მიუღებელი“ რეჟიმის შეცვლაა.

ლავროვის ეს განცხადება მოჰყვა უკრაინის მცდელობებს განაახლოს მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის პორტებიდან, რაც გლობალური საკვების დეფიციტის შემსუბუქებას ხელს შეუწყობს.

ლავროვი: ჩვენი მიზანი კიევის მიუღებელი რეჟიმის შეცვლაა

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გამართულ არაბთა ლიგის სამიტზე ელჩებთან საუბრისას, ლავროვმა კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები დაადანაშაულა პროპაგანდაში, რომლის მიზანიც, მისი თქმით, უკრაინის მიმართ „რუსეთის მარადიულ მტრად ქცევაა“.

„ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებ ხალხს ამ აბსოლუტურად მიუღებელი რეჟიმის ტვირთისგან თავის დაღწევაში.

ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით უკრაინელ ხალხს, რათა თავი დააღწიონ რეჟიმს,  რომელიც აბსოლუტურად ანტიხალხური და ანტიისტორიულია“, – განაცხადა ლავროვმა.