სოზარ სუბარი: ჩნდება კითხვა, ხომ არაა ეს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, პოლიტიკაში შემობრუნდეს ან ხელისუფლება აიძულოს, ავყვეთ თამაშს, რომლის მიზანიც ომში ჩაბმაა

„როდესაც არსებობს ეჭვი, რომ არაგამჭვირვალე სანქციებს აქვს ადგილი, ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, შემობრუნდეს პოლიტიკაში ან თავისი გავლენები გამოიყენოს იმისთვის, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება აიძულოს, ავყვეთ იმ თამაშს, რომელთა მიზანიც საქართველოს ომში ჩაბმაა. ამისთვის ხომ ხომ არ ჰქონდა ადგილი შეხვედრას ქალბატონ კელი დეგნანსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს შორის“ – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა სოზარ სუბარმა “ქრონიკასთან” განაცხადა

სოზარ სუბარი: ჩნდება კითხვა, ხომ არაა ეს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, პოლიტიკაში შემობრუნდეს ან ხელისუფლება აიძულოს, ავყვეთ თამაშს, რომლის მიზანიც ომში ჩაბმაა

„ძალიან მარტივი კითხვაა, რომელზეც ჩვენ პასუხი უნდა მიგვეღო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაზე პასუხი არ მიგვიღია. ეს არ არის კითხვა მხოლოდ ქალბატონ კელი დეგნანის მიმართ, ეს არის ასევე კითხვა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართაც, რომ იქნებ, მან მაინც დაგვიდასტუროს, ჰქონდა თუ არა ამ შეხვედრას ადგილი და რაზე იყო საუბარი ამ შეხვედრაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუნდაც იმისთვის, რომ ის ნდობა, რომელიც საქართველოს, ქართველ ხალხს, პირადად მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ, კიდევ უფრო განმტკიცდეს და მას არანაირი ჩრდილი არ მიადგეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა “იმედთან”