იმერეთში ახალგაზრდა ქალი სხეულის დამწვრობით გარდაიცვალა

შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “აიპრესს” განუცხადეს გამოძიება სსსკ-ის 11 პრიმა 116-ე და 11 პრიმა 188-ე მუხლებით მიმდინარეობს.

იმერეთში ახალგაზრდა ქალი სხეულის დამწვრობით გარდაიცვალა

“წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 6 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც ოჯახის ორი წევრი ბენზინის აალების შედეგად დაშავდა, 7 სექტემბერს კი კლინიკაში 1988 წელს დაბადებული დაშავებული ქალი გარდაიცვალა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 116-ე და 11 პრიმა 188-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახიდან წარსულში ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინება პოლიციაში არ შემოსულა.

მომხდართან დაკავშირებით გამოკითხული არიან ფაქტის შემსწრე ოჯახის წევრები, გრძელდება საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.”  – აცხადებენ შსს-ში.