ზელენსკი – მე გავხდი უცხო ქვეყნის პირველი ლიდერი, რომელიც ბრიტანეთის ახალარჩეულ პრემიერს, ლიზ ტრასს ესაუბრა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა, – ინფორმაციას „დაუნინგ სთრითი“ ავრცელებს.

ზელენსკი - მე გავხდი უცხო ქვეყნის პირველი ლიდერი, რომელიც ბრიტანეთის ახალარჩეულ პრემიერს, ლიზ ტრასს ესაუბრა

„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ განუცხადა უკრაინის ლიდერს, რომ მისი სრული მხარდაჭერა აქვს და უკრაინას შეუძლია დიდი ბრიტანეთის გრძელვადიან პერსპექტივაში დახმარების იმედი ჰქონდეს.

ლიდერებმა განიხილეს გლობალური უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობა და ზომები, რომელიც საჭიროა პუტინის საომარი მანქანის გასაძლიერებელი სახსრების შეწყვეტისთვის.

ლიდერებმა დაგმეს პუტინის მცდელობები, ენერგორესურსები იარაღად გამოიყენოს და პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის შანტაჟმა ვერ შეაკავოს დასავლეთი, პუტინის მარცხი უზრუნველყოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლიზ ტრასთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკიც ავრცელებს და აცხადებს, რომ მან გაერთიანებული სამეფოს ახლად არჩეული პრემიერი უკრაინაში მიიწვია.

„მე გავხდი უცხო ქვეყნის პირველი ლიდერი, რომელიც ბრიტანეთის ახალარჩეულ პრემიერს, ლიზ ტრასს ესაუბრა. მე ის უკრაინაში მოვიწვიე. მადლობა ბრიტანელ ხალხს უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

მისი თქმით, საუბრის დროს ყურადღება გაამახვილეს უსაფრთხოების გარანტიებზე.