“ყველა ჩემს ბავშვობის მეგობარს ჩამოვახრჩობ ან ადგილზე მოვკლავ!” – უკრაინელი ე. წ. ჯარისკაცი

“ჯერ-ჯერობით ცოცხალი ვარ, კარგად ვარ; თუკი ჩავალ კახოვკაში, ყველა ჩემს მეგობარს ჩამოვახრჩობ, ვისთან ერთადაც ვიზრდებოდი! ხელიც არ ამიკანკალდება! ზოგს ჩამოვკიდებ, ზოგსაც ნახ… ადგილზე მოვკლავ! ეს იმ შემთხვევაში, თუკი ცოცხალი მივაღწევ, ამიტომ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ცოცხალი ჩავიდე. სუკა, ბლ…, ნახ…, ორი ათეული მაინც ჩამოვკიდო მუხებზე… შევეცდები, ეს გავაკეთო. აბა, ნახვამდის!” – ასეთი ვიდეო ჩაწერა უკრაინის შეიარაღებული ძალების ამ წარმომადგენელმა.

ვიდეო ხარკოვის ოლქში განხორციელებულ შეტევამდე რამდენიმე დღით ადრეა გამოქვეყნებული, თუმცა ქალაქი კახოვკა, საიდანაც არის წარმოშობით ეს პირი, სამხრეთში, მდ. დნეპრეზე მდებარეობს და მას რუსეთის ჯარები აკონტროლებენ. თუკი ვივარაუდებთ, რომ ასეთი განწყობები უკრაინულ ჯარში ცალკეული შემთხვევა არ არის, მაშინ უკრაინის ჯარების მიერ “გათავისუფლებულ” ტერიტორიებზე მცხოვრებ მშვიდობიან ადამიანებს დიდი საფრთხე ემუქრებათ:

 

"ყველა ჩემს ბავშვობის მეგობარს ჩამოვახრჩობ ან ადგილზე მოვკლავ!" - უკრაინელი ე. წ. ჯარისკაცი