“დავეხმაროთ ჩვენს ძმა ევროპელებს, არ გავყინოთ!” – ლუკაშენკო ევროპელებისთვის შეშას ჩეხავს

“სემიონიჩ, ევროპის გაყინვას არ დავუშვებთ, ჩვენი ძმები არიან, მომავალში იქნებ ისინიც დაგვეხმარონ” – ამბობს ლუკაშენკო. “თქვენ ყველაზე ფიქრობთ, მათ შორის, ევროპაზე” – პასუხობს სემიონიჩი. “აბა რა ვქნა, სხვანაირად არ გამოდის”, – განაგრძობს ლუკაშენკო, – “ჩვენ ხომ ევროპის ცენტრში ვართ და ამით ვტრაბახობთ. … ნაძვი მძიმე შეშაა, თუმცა, მისმინე, ევროპას ახლა არჩევანის საშუალება არ აქვს, ნაძვი აიღოს თუ არყი – მთავარია, რომ სითბო იყოს. სემიონიჩ, უნდა მოვიფიქროთ, რომ [შეშა] გლეხებმა და მუშებმა მიიღონ, ნაცვლად მდიდრებისა. მთავარია, რა თქმა უნდა, რომ პოლონეთში დუდა და მორავეცკი არ გაიყინონ” – ეუბნება ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო თავის მეგობარს და თან განაგრძობს შეშის ჩეხვას, ენერგიულად. სემიონიჩი პასუხობს: “ისინი ხომ ჩვენი მეზობლები არიან”. ლუკაშენკო: “რა თქმა უნდა, იქნებ გონს მოვიდნენ კიდეც”:

"დავეხმაროთ ჩვენს ძმა ევროპელებს, არ გავყინოთ!" - ლუკაშენკო ევროპელებისთვის შეშას ჩეხავს