პირი, რომელმაც ქუთაისში რუსეთის დროშა აღმართა, 500 ლარით დააჯარიმეს

გიორგი ძაგნიძემ, რომელმაც ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართა, სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.

პირი, რომელმაც ქუთაისში რუსეთის დროშა აღმართა, 500 ლარით დააჯარიმეს

მას ქვეყანა დატოვებული აქვს, მასთან კომუნიკაცია სასამართლომ სოციალური ქსელის მეშვეობით დაამყარა.

ძაგნიძის ოჯახი აცხადებს, რომ მომხდარის გამო ისინი თავად დაზარალდნენ და აპირებენ, სასამართლოში იჩივლონ.