შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში ირანის გაწევრიანების შესახებ მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერება

“შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში“ ირანის გაწევრიანების შესახებ მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერება.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში ირანის გაწევრიანების შესახებ მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერება

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში“ ირანის გაწევრიანების შესახებ მემორანდუმს დღეს მოეწერება ხელი. ამის შესახებ უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავკათ მირზოევმა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე განაცხადა.

მირზოევის თქმით, ასევე დაიწყო ორგანიზაციაში ბელარუსისთვის წევრობის მინიჭების პროცედურები.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს ბაჰრეინი, მალდივები, ქუვეითი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ეგვიპტე, ყატარი და მიანმარი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ დიალოგის პარტნიორის სტატუსს მიიღებენ.

უზბეკეთი ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სპეციალური ეკონომიკური ზონების ალიანსის შექმნას ინიციატივით გამოვიდა.

მირზოევმა თქვა, რომ უზბეკეთი წევრ ქვეყნებს სთავაზობს შეიმუშაონ საერთო პრინციპები და მიდგომები სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

წყარო: 1tv.ge