„რადიო თავისუფლების“ გადაცემებში მონაწილე ე.წ. ექსპერტების „ანალიტიკური“ დასკვნები, მეტადრე ანალურის მსგავსი, რომლებშიც რუსეთი უკვე დამარცხებულია, ტყუილია!

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახა ის, რის შესახებაც ინფორმირებული ვიყავით, მაგრამ ხმამაღლა თქმის გვერიდებოდა — ზოგიერთთა გამოკლებით. უმცირესობის შემადგენლობაში გახლდით მეც — მრავალი წლის მანძილზე კოლექტიური დასავლეთის მზაკვრობის საჯაროდ მოლაპარაკე და მოკრიტიკე.

„რადიო თავისუფლების“ გადაცემებში მონაწილე ე.წ. ექსპერტების „ანალიტიკური“ დასკვნები, მეტადრე ანალურის მსგავსი, რომლებშიც რუსეთი უკვე დამარცხებულია, ტყუილია!

ბოლო ერთმა კვირამ დაგვანახა რუსეთის დასაშლელად კოლექტიური დასავლეთის გამოკვეთილი გეგმები. თითქოს ამაში ახალი არაფერია. ამ ქვეყნის ისტორიის მანძილზე მსგავსს არაერთხელ ჰქონია ადგილი, რომელთა შორის ნაპოლეონისა და ჰიტლერის შემოსევები განსაკუთრებულია, ვინაიდან დასავლეთის მიერ მსხვერპლად გამიზნული რუსეთი უძლიერეს ქვეყნად იქცა.

ორივე შემთხვევაში რუსეთს არა მარტო საფრანგეთ-გერმანია ებრძოდა, არამედ, თუ სრული არა, ნახევარზე მეტი ევროპა.

ბოლო ერთმა კვირამ დაგვანახა, რომ უკრაინის ფრონტი, რუსეთთან დასაპირისპირებლად შექმნილი, სცდება პოლიტიკურ რიტორიკას და საქმეზე გადადის. საქმე კი ასეთია — ძალისმიერი გზით, ანუ ომით რუსეთის დამარცხება და დაშლა.

გეგმა არახალია. გასული საუკუნის 90-იან წლებშიც ფართოდ ცნობილი, მაგრამ მაშინ რეალური შედეგის არმომტანი. ხელისშემშლელი ფაქტორი არაერთია, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ელცინის გადადგომა და რუსეთის სათავეში პუტინის მოსვლა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლეთმა, საბჭოთა კავშირის დაშლის ეიფორიაში მყოფმა, ზედიზედ ვერ მოახდინა ძალთა მობილიზება საბჭოეთის მემკვიდრის, რუსეთის დასაშლელად, თუმცა რუსეთის დაშლის სურვილი არათუ გაუნელდა, პირიქით გაუძლიერდა — პროპაგანდის სახით.

პროპაგანდის მთავარი სამიზნე, ისე, როგორც ყოველთვის საბჭოთა კავშირი და მისი პოლიტიკური სისტემა გახლდათ — რეპრესიების გაზვიადებული მაგალითების მოყვანით, ადამიანის უფლებების დარღვევით, სხვა მრავალი დასაბუთებული და დაუსაბუთებელი, მეტადრე დაუსაბუთებული „ფაქტების“ წამოყვედრებით.

დასავლეთის მოხერხებულობას უნდა მიეწეროს ე.წ. დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროს დაჯერება იმაში, რომ ჰიტლერიზმი და სტალინიზმი ერთ სიბრტყეზე არსებული ორი საშინელებაა, რომელმაც მსოფლიოს ტანჯვა-წამების მეტი არაფერი მოუტანა.

დასავლეთის მოხერხებულობას უნდა მიეწეროს რუსეთის ელიტის გადაბირება და მისი ანტირუსულად, ანტისაბჭოურად ამეტყველება. რუსი ინტელიგენცია თავდავიწყებით გმობდა, აძაგებდა ყოველივე საბჭოურს — ეტრფოდა და შესციცინებდა დასავლურს.

რუს ლიბერალთა ახალი თაობა  მიზანმიმართულად უხვრეტდა და უხვრეტს ტვინს რუსეთის მოსახლეობას დასავლური სიკეთეების შესახებ, რუსეთის ჩამორჩენილობის თაობაზე. რუსეთის თანამედროვე პოლიტიკა მათთვის მიუღებელია. მიუღებელია რუსეთის ტერიტორიული სიდიდეც. მათთვის მისაღებია დაქუცმაცებული რუსეთი — პატარ-პატარა ქვეყნებად დაყოფილი და სუსტი, ვიდრე ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო.

რუსმა ლიბერალებმა იოლად გაიკვლიეს გზა კოლექტიური დასავლეთისკენ და მისი ფინანსებით, იდეოლოგიური ერთიანობით წარმატებით ეპაექრებიან რუსეთის ხელისუფლებას, აგროვებენ ფულს უკრაინის არმიის დასახმარებლად, კატეგორიულად მოითხოვენ უკრაინიდან ჯარის გამოყვანას, მზად არიან უკრაინასთან მოსალაპარაკებლად, თუნდაც კაპიტულაციის შედეგით.

დასავლეთის დაბეჯითებული, თანმიმდევრული პოლიტიკით რუსეთის ხელისუფლებას არაერთ პრობლემათა შორის 2 გამოკვეთილი თავსატკივარი აქვს — უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია და შინ, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოების ნაწილი, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიებში სისტემატური გამოსვლის დროს არათუ აკრიტიკებს, არამედ ლანძღავს ხელისუფლებას.

ლანძღვის ახალი ტალღა უკრაინის არმიის კონტრშეტევას მოჰყვა, რომლის დროს რუსეთის ჯარი გამოდევნილი იქნა ბალაკლეიდან, იზიუმიდან, სხვა პატარ-პატარა დასახლებებიდან.

უკრაინის ჯარის შეტევამ არა მარტო რუს ოპოზიციონერებს მისცა ახალი სტიმული ხელისუფალთა საგინებლად, არამედ საზოგადოების იმ ნაწილისაც, რომელიც პოზიტიურად არის განწყობილი პუტინისა და მისი ხელისუფლების მიმართ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, ჯარმა უკან დაიხია იმისთვის, რომ მოემზადოს თავდასხმისთვის, რის განხორციელებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

განცხადებამ არ დააკმაყოფილა საზოგადოების ცხოველი ინტერესი. უკმაყოფილება გრძელდება. კონტრშეტევით მიღწეულმა წარმატებამ ფრთები შეასხა ზელენსკისა და მის ნაცისტურ გუნდს და უკან დაბრუნებულ ქალაქებსა და სოფლებს, სხვებიც დაუმატა, თან პერსპექტიული გეგმაც გააჟღერა — რუსეთის ქალაქების დაპყრობა, მოსკოვის ჩათვლით, რუსეთის ხელისუფლების დამხობა და რუსეთის დაქუცმაცება, მისთვის ძალის ისე გამოცლა, რომ იარაღის მოხმარების თავი აღარასდროს ჰქონდეს.

უკრაინის წარმატებამ უზომოდ გაახარა საქართველოს პოლიტიკა, განსაკუთრებით ოპოზიცია. თითქმის ყველა სატელევიზიო არხით მოსახლეობას აუწყებენ უკრაინელთა გამარჯვებას, უკრაინის არმიის წინსვლას.

ეიფორიულ პროცესში არიან ჩართული უკრაინაში მეომარი ქართველებიც, რომლებიც, მათი განმარტებით, აგრესიულ რუსეთს ებრძვიან. სინამდვილეში ცნობილი ფაქტია, რომ ამ ბრძოლის მასტიმულირებელი, ფულია და არა პატრიოტიზმი ანდა უკრაინის ფრონტზე საქართველოს დაცვა.

საქართველოს მოსახლეობის ყურები რახანია შეეჩვია ე.წ. ქართულ პატრიოტიზმს. ერაყიდან, ავღანეთიდან, აფრიკიდან დაწყებული, როდესაც საქართველოს საჯარისო ნაწილები ოფიციალურად იღებდნენ მონაწილეობას იქაურ სამხედრო ოპერაციებში ამერიკელთა მითითებით და მათ მხარდამხარ.

უკრაინის ფრონტი სხვაა — ნეონაციზმით შეღებილი. ამ ფრონტზე საქართველო ოფიციალურად არ არის წარმოდგენილი, თუმცა უცხოეთის ომებში ნავარჯიშევი ქართველი მეომრები ნებაყოფლობით იბრძვიან უკრაინაში, თავის გასამართლებლად კი გაჰყვირიან, რომ უკრაინელებს ეხმარებიან რუს აგრესორებთან ომში.

უცხოელ „ბოევიკთა“ რაოდენობა მნიშვნელოვანია. რომელი ქვეყნისას არ ნახავთ უკრაინაში — აშშ-დან დაწყებული, ახლო აღმოსავლეთითა და ავღანეთით დამთავრებული. ისინი პროფესიონალი მეომრები არიან — ფულზე და არა იდეებზე მეომარნი. ამ ინტერნაციონალში ქართველებიც არიან. მათი ანაზღაურებაც ისეთია, როგორიც სხვების. ისინიც, ისეთი სისასტიკით გამოირჩევიან დატყვევებული რუსი მეომრების მიმართ, როგორც ფაშისტური „აზოვის“, „აიდარის“, „პრავი სექტორის“, სხვა დაჯგუფებების წევრები.

ისინიც, ისე არიან დაბრმავებული და დაყრუებული, როგორც სხვა უცხოელი „ბოევიკები“, რომლებიც ვერ ხედავენ რა ყაიდის უკრაინელების გვერდით იბრძვიან. ვერ ხედავენ სვასტიკებით „დამშვენებულ“ მათ სხეულს, სამხედრო ფორმას, ლიტერატურას — ჰიტლერის, ბანდერას, სხვა ფაშისტი გერმანელ-უკრაინელის პორტრეტებით გაჯერებულს.

ერთი საუკუნეც არ გასულა მე-2 მსოფლიო ომის დამთავრებისა და ფაშიზმის დამარცხების შემდეგ, და ისევ ფაშიზმი — ამჯერდ უკრაინული. ისევ ევროპა-ამერიკის მიერ წაქეზებული ყავისფერი ჭირი, ამჯერად უკრაინული ყვითელ-ლურჯი დროშის ფერი. ისევ უკიდეგანო დახმარება იარაღით და ფულით უკრაინის ნეოფაშიზმის განსამტკიცებლად.

მილიარდობით დოლარს ხარჯავს ამერიკა-ევროპა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინული ნეოფაშიზმის საბრძოლველად. მიზანი? ისე, როგორც უწინ, რუსთის განადგურება — ფიზიკური!

ამ მიზანს ემსახურებიან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ნატოს სამხედრო სპეციალისტებიც, რომლებიც ფრონტის ხაზზე ასწავლიან უკრაინელ ჯარისკაცებს მათ მიერ მიწოდებული იარაღიდან სროლას, სამიზნედ ქცეული რუსი მეომრისკენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უცხოელ „ბოევიკთა“ რაოდენობა 16000-ს აჭარბებს.

სახეზე გვაქვს რუსეთ-ნატოს სამხედრო დაპირისპირება, უკრაინელთა აქტიური მონაწილეობით. უკრაინის ტერიტორიის სამხედრო მოქმედების თეატრად გადაქცევა.

პუტინის მიერ გამოცხადებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომელიც დროის მოკლე მონაკვეთზე იყო გათვლილი, ჭიანურდება და თუ რუსეთმა კონკრეტული ზომები არ გაატარა, სრული შესაძლებელია მეორე ავღანეთის მიღება, რაც სერიოზულად დაემუქრება რუსეთის ეკონომიკას, მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას.

კოლექტიური დასავლეთი ყველაფერს იღონებს ომის გასაჭიანურებლად, რაც, მისი აზრით, გაზრდის რუსეთის მოქალაქეთა საპროტესტო განწყობას პუტინსა და მისი ხელისუფლების მიმართ.

ომის გაჭიანურების მცდელობასთან ერთად გაათკეცდება პროპაგანდისტული ანტირუსული ომი, რაც რუსეთის მიმართ მსოფლიო მოსახლეობის ზიზღს გააძლიერებს.

ჰიბრიდული ომის შემადგენელ ნაწილად განიხილება ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების მგზავრობის თემაც. სულ ახლახანს, ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებს გაუმკაცრა ვიზის მიღების პროცედურა, დააბრუნა რა ის (პროცედურა) მრავალი წლის წინათ არსებულ ჩარჩოებში.

ქვეყნებმა, როგორებიცა ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, ფინეთი, დანია, შვედეთი, პოლონეთი რუსეთის მოქალაქეებს, თუნდაც მრავალწლიანი, მრავალჯერადი შენგენის ვიზის მქონეთ, აუკრძალა თავიანთ ქვეყნებში შესვლა.

აღნიშნული ქვეყნებისთვის რუსი ტურისტების და არა მარტო ტურისტების მოგზაურობას დიდი ფინანსური შემოსავალი მოჰქონდა.

ევროპის დანარჩენი ქვეყნებისთვის რუსთათვის შენგენის ვიზის გაცემის პროცედურის გაჭიანურება გაანელებს რუსთა ევროპაში გამგზავრების მადას და მათ ყურადღებას მსოფლიოს სხვა ქვეყნებისკენ მიმართავს.

შენგენის ვიზის არგაცემის შემთხვევაში ევროკავშირი 21 მილიარდ დოლარს დაკარგავდა. ზარალი დღესაც მოსალოდნელია, მაგრამ იმდენად დიდია ანტირუსული განწყობა ევროპელ პოლიტიკოსთა შორის, თვითგვემაც მისაღებია.

თვითგვემაა, როდესაც ევროპა, ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეულ ისეთ ნაბიჯებს დგამს, ქვის ხანისკენ მიბრუნებას რომ წააგავს. ევროპაში მცხოვრებთ ისე ჩაუტენეს თავში გაზის, ელექტროენერგიის მომჭირნედ მოხმარება, რომ ლამისაა წამმზომს უყურონ ტანის დაბანის დროს. გერმანიის ენერგეტიკის მინისტრი ჰაბეკი ტელევიზიით აცხადებს, რომ დღეში ერთხელ და ისიც 5 წუთით — გრილი შხაპის მიღება და არა ცხელის, დასაშვებია.

მთავრობის სხვა წევრები 4 წუთზე ამახვილებენ ყურადღებას, გარდა ამისა, მოუწოდებენ მომხმარებლებს, ზამთარში 19 გრადუსზე მეტად არ გაათბონ ბინა და ა.შ.

ზამთარი სულ მალე მოვა და მასთან ერთად უკვე დაწყებული საპროტესტო გამოსვლები გაიზრდება. გასული კვირის განმავლობაში ევროპის ქალაქებმა, ისეთი საპროტესტო დემონსტრაციები შვეს საკუთარ ხელისუფალთა დასანახად, უარესს რომ ვერ წარმოიდგენდნენ ისინი, თუმცა მათი მაზოხისტური პოლიტიკის შესაცვლელად უფრო მრავალრიცხოვანი დემონსტრაციებია საჭირო.

„დასჯილი“ რუსეთი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე მასთან მებრძოლი კოლექტიური დასავლეთი. რუსეთში გაზიც არის, ბენზინიც და ნავთობპროდუქტებიც, არც დემონსტრაციებს აქვს ადგილი და არც ფასების მატებას. არადა, რუსეთი ნამდვილ ომშია ჩართული, ისე, როგორც ეკონომიკურ ომში, ანტირუსული სანქციებით აღსავსეში.

რუს პოლიტიკოსთა მიხედვით, სანქციების თვალსაზრისით, რუსეთმა დღემდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა — ათასზე მეტი. ამას დაერთო სავიზო ომიც, რომლის მიზანი, გარდა იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეებს გაუმწაროს ცხოვრება და საკუთარ ხელისუფლებას ეკვეთოს, ევროპის თავდაცვის უზრუნველყოფაცაა.

მკითხველს შევახსენებ, რომ ევრო-ატლანტიკურმა სივრცემ, რუსულ მედიას რახანია შეუწყვიტა მაუწყებლობა და საკუთარ მოსახლეობას აყურებინებს და ასმენინებს იმას, რაც ხელისუფლებას სურს. მოსახლეობამ არ იცის, რა ხდება უკრაინაში და თუ იცის, ისაა, სიყალბე რომ ჰქვია. მოსახლეობამ იცის, რა არის ბუჩა, მაგრამ არ იცის, რომ ეს დადგმული სპექტაკლია, რომლის რეჟისორები საკუთარი მთავრობებია.

მოსახლეობამ რომ სიმართლე არ გაიგოს, თანაც პირველი პირიდან, ანუ რუსი მოგზაურისგან, ის არ უნდა შეუშვა სახლში.

ასე რომ, შენგენის გამკაცრება ნიშნავს რუსული სინამდვილისგან ევროპელთა ყურის დახშობას. არ არის ამბვის მომტანი და არ არის პრობლემაც. ასე ფიქრობენ ევროპაში, მაგრამ რას ფიქრობენ საქართველოში? აქაც, ისე აზროვნებს ხელისუფლება, როგორც ბალტიისპირა ქვეყნებში? რაღაც მსგავსს მიანიშნებდა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის „როსია-1“-ის გადაცემა „60 წუთის“ წამყვანი ჟურნალისტის ოლგა სკაბეევას განცხადება, რომ რუს ტურისტებს, დიდი რაოდენობით, აღარ უშვებენ საქართველოში.

განცხადებას ვიდეო-მასალაც ერთვოდა. ზოგიერთი ქართველი ექსპერტის განმარტებით, რომ ბევრი რუსი ტურისტის ყოფნა, მით უმეტეს, რუსთა მიერ უძრავი ქონების შეძენა, რუსთა მიერ საქართველოში ბიზნესის დაფუძნება სახიფათოა ქვეყნისთვის, ვინაიდან რუსეთის ხელისუფლება, საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ძალასაც გამოიყენებს, თუკი ამის აუცილებლობას ექნება ადგილი.

ამ ვარაუდთან დაკავშირებით მარტივი პასუხი მაქვს — ნუ შექმნი „ამის აუცილებლობას“ და რუსის ჯარიც არ შემოიჭრება საქართველოში, მაგრამ ვითომ მარტო ამ პრიმიტიულ განმარტებაშია საქმე?

საქმე სხვაშია, ანუ ამერიკულ პროპაგანდაში, რომელიც ბოლო 2 წელია ტვინს უღრღნის ხალხს. ანტირუსი ამერიკელი ექსპერტები, რომლებიც სისტემატურად სტუმრობენ საქართველოს, საჯაროდ მოგვიწოდებენ შევზღუდოთ ან საერთოდ გავაუქმოთ რუსული ტურიზმი საქართველოში. ასეთი ფრაზაც თქვეს — რუსეთს ტანკიც არ დასჭირდება, ტურისტებით დაგიპყრობთო.

რუსული ტურიზმის თემა აიტაცა ოპოზიციამ (უფრო სწორად აატაცებინეს) და ათას ვარიანტს სთავაზობს საზოგადოებას რუსი ტურისტებისთვის ბარიერების შესაქმნელად, მათ შორის ასეთს: საზღვარზე გამოვკითხოთ, რატომ მოდის, რამედი ხნით, თუ დიდი ხნით აპირებს ყოფნას, ვადა შევუმციროთ ან საერთოდ უარი ვუთხრათ; შემოშვების ერთ-ერთი მასტიმულირებელი უნდა გახდეს გამზადებულ დოკუმენტზე რუსი ტურისტის მიერ  ხელის მოწერა, რომ ის გმობს რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას, არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

საქართველოს პოლიტიკოსებზე არასდროს მქონია პოზიტიური წარმოდგენა. ყოველთვის ვაცხადებდი და ვაცხადებ, რომ დამოუკიდებლად არსებობის 30 წელი არ არის საკმარისი პოლიტიკოსის ჩამოსაყალიბებლად, თუმცა სრულიად საკმარისია პოლიტიკოსობის სწავლის სურვილის გამოსავლენად.

სამწუხაროდ, რაც დღეს გვაქვს, სწავლა-განათლებასთან არავითარ კავშირში არ არის, მხედველობაში პოლიტიკური სწავლა-განათლება მაქვს. ის, იმ შალახოს მსგავსია, ევროპას რომ ვაჩვენეთ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს. ოპოზიციამ არ იცის, რას ნიშნავს უვიზო მიმოსვლა. თუ იცის და იმას ამბობს, რასაც ზემოთ, სიბეცესთან გვაქვს საქმე.

სააკაშვილის განკარგულებით, რუსეთის მოქალაქეებს ცალმხრივად უვიზოდ შემოსვლის ნება დაერთოთ. საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესასვლელად ვიზაა საჭირო. სააკაშვილის დროს რუსი ტურისტების მოსაზიდად აეროპორტში ღვინოს არიგებდნენ და ა.შ.

დღეს კი სააკაშვილის თანამებრძოლები საწინააღმდეგოს აკეთებენ, რაც აზიანებს საქართველოს ტურიზმის განვითარებას, საქართველო-რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს, მაგრამ, როგორც ჩანს დასავლური შემოტევა ისეთია, რაც აიძულებს მერყევ ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას, რუსი ტურისტების რაოდენობის შეზღუდვით. ამ ნაბიჯს სხვაც მოჰყვება, მაგალითად რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ა.შ.

რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის თოქ-შოუ „ბოლშაია იგრაში“, წამყვანმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა ნიკონოვმა ისიც თქვა, რომ მე-2 ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით საქართველო რეფერენდუმის ჩატარებას აპირებსო.

მინდა დავიჯერო, რომ მოყვანილი მაგალითები ტყუილია, მაგრამ უკრაინელთა მიერ ფრონტის ხაზზე მოპოვებული წარმატებების შემდეგ, ქართულ მედიაში გაჟღერებული აღტაცება და სიხარულიც ტყუილია?

„რადიო თავისუფლების“ გადაცემებში მონაწილე ე.წ. ექსპერტების „ანალიტიკური“ დასკვნები, მეტადრე ანალურის მსგავსი, რომლებშიც რუსეთი უკვე დამარცხებულია, ტყუილია? ნაადრევად ხომ არ ვცეკვავთ, მოუკვლელი დათვის ტყავის დასათრევად? რაღაც მსგავსის სურნელი ტრიალებს ბედკრულ საქართველოში!

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი