“დასავლეთის მიზანია რუსეთის დაშლა – რუსეთი შეაჩერებს მათ, ვინც მსოფლიო ბატონობას ესწრაფვის” – ვლადიმირ პუტინი რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციას აცხადებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთის მიზანია რუსეთის დაშლა და, თავის მხრივ, ქვეყანაში ნაწილობრივ მობილიზაციას აცხადებს.

"დასავლეთის მიზანია რუსეთის დაშლა - რუსეთი შეაჩერებს მათ, ვინც მსოფლიო ბატონობას ესწრაფვის" - ვლადიმირ პუტინი რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციას აცხადებს

რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე და დასძინა:

„დასავლეთმა გადალახა ყველა ზღვარი, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები საუბრობენ უკრაინაში შეტევითი იარაღის მიწოდებაზე“.

პუტინმა სიტყვით გამოსვლისას ასევე თქვა:

“რუსეთი შეაჩერებს მათ, ვინც მსოფლიო ბატონობას ესწრაფვის“.

პრეზიდენტმა ასევე ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

„სპეცოპერაციის მთავარი მიზნები უცვლელი რჩება: ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა გათავისუფლებულია სრულად, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა კი ნაწილობრივ. ჩვენი სამშობლოს, მისი სუვერენიტეტისა და ერთიანობის დასაცავად აუცილებლად ვთვლი, მხარი დავუჭირო ნაწილობრივ მობილიზაციას. მობილიზაცია რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყება.

რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო პირობები რეფერენდუმების ჩასატარებლად დონბასსა და იმ ოლქებში, რომლებმაც რუსეთს მიმართეს. მხარს დავუჭერთ გადაწყვეტილებას, რომლებსაც დონბასის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მოსახლეობა მიიღებს.

დასავლეთის მიზანი რუსეთის დასუსტება და განადგურებაა. უკვე პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაშალეს, ახლა კი საკუთრივ რუსეთის ჯერი დადგა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისათვის საფრთხის შემთხვევაში რუსეთი გამოიყენებს ყველა არსებულ საშუალებას. ეს ბლეფი არაა“, – განაცხადა პუტინმა.