გერმანიის ელჩი – ევროპული პერსპექტივა არის დიდი შესაძლებლობა, გზა ძალიან მკაფიოა, პირველი ნაბიჯი არის 12 რეკომენდაციის შესრულება და ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ

საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებით, ევროპული პერსპექტივა არის დიდი შესაძლებლობა საქართველოსთვის და გზა ძალიან მკაფიოა.

გერმანიის ელჩი - ევროპული პერსპექტივა არის დიდი შესაძლებლობა, გზა ძალიან მკაფიოა, პირველი ნაბიჯი არის 12 რეკომენდაციის შესრულება და ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ

მისივე თქმით, ევროპულ გზაზე პირველი ნაბიჯია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება.

„ევროპულმა საბჭომ, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებისა და სახელმწიფო მეთაურებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოს ექნება ევროპული პერსპექტივა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის დიდი შესაძლებლობა, როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის, მათ შორის გერმანიისთვის. გზა ძალიან მკაფიოა, ყველამ იცის, როგორია ეს გზა. პირველი ნაბიჯი არის 12 რეკომენდაციის შესრულება და ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ, საქართველო შეასრულებს თავის წილს, ჩვენ კი მხარს დავუჭერთ საქართველოს ამ გზაზე სვლაში. რაც მეტს ვიმუშავებთ ერთად, რაც მეტ კონკრეტულ ნაბიჯს გადავდგამთ და განვახორციელებთ კონკრეტულ პროექტებს ერთად, მით უკეთესად გავივლით ამ გზას, რაც ორივეს გვსურს და რასაც ორივე მოუთმენლად ველოდებით. ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ქართველ ხალხთან და საქართველოს მთავრობასთან სამუშაოდ ამ ევროპული გზის მხარდასაჭერად“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.