ყაზახეთის პრეზიდენტი ქვეყნის წარმატებით რეფორმირებას განაგრძობს

2022 წლის 1-ლ სექტემბერს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ყოველწლიური მიმართვა გააკეთა თავისი მოქალაქეების მიმართ. სახელმწიფოს მეთაურის მიერ წარმოდგენილი ინიციატივების შთამბეჭდავი პაკეტი აუცილებელია საზოგადოების განვითარებისა და დემოკრატიზაციისთვის. ამასთან დაკავშირებით, ყაზახეთის ლიდერი არა მხოლოდ შორსმჭვრეტელი სტრატეგისა და პოლიტიკოსის თვისებებს ავლენს, არამედ პრეზიდენტისაც, რომელსაც აღელვებს თავისი მოქალაქეების ბედი.

ყაზახეთის პრეზიდენტი ქვეყნის წარმატებით რეფორმირებას განაგრძობს

პრეზიდენტი მართლაც რომ ყაზახეთის პოლიტიკური პრაქტიკისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილებით გამოვიდა, როდესაც გამოაქვეყნა მთელი საარჩევნო გრაფიკი და სახელმწიფოს ინტერესები ყველაფერზე უფრო მაღლა დააყენა. ასე, მიმდინარე წლის შემოდგომაზე რესპუბლიკაში ჩატარდება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები.

გარდა ამისა, მომავალი წლის პირველ ნახევარში, ასევე შედგება მაჯლისის (პარლამენტის) და ყველა დონის მასლიხატების (ადგილობრივი საკრებულოები) არჩევნები. ამ გზით ქვეყანა მიიღებს დეპუტატების ახალ შემადგენლობას, რომელიც მოქალაქეთა ფართო სპექტრის ინტერესების გამომხატავი იქნება.

როგორც ყაზახელი პოლიტოლოგები ამტკიცებენ, მთელი საარჩევნო ციკლის ამოქმედება განპირობებულია ყაზახეთის პოლიტიკური სისტემის კარდინალური გადატვირთვის აუცილებლობით და მთლიანად შეესაბამება მოქალაქეთა მიერ ამა წლის ივნისის რეფერენდუმზე მხარდაჭერილი საკონსტიტუციო რეფორმის ლოგიკას. წონად ფაქტორად ვადამდელი არჩევნების სასარგებლოდ, დასახელდა გეოსტრატეგიული დაძაბულობის ზრდა და მსოფლიო ეკონომიკის ტურბულენტურობა, ასევე მსოფლიო პროცესების დინამიკის განვითარების არაპროგნოზირებადობა, რაც რისკის მატარებელია არა მხოლოდ ცალკეული სახელმწიფოებისთვის, არამედ მთელი რეგიონებისთვისაც.

ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის გამოსვლისას გაიჟღერა კიდევ ერთმა ხმამაღალმა წინადადებამ: მოხდეს პრეზიდენტის მანდატის შეზღუდვა 7 წლის ვადით, ამ ვადის გასვლის შემდეგ, მისი გადარჩევის უფლების გარეშე. ასეთი პოლიტიკური ინოვაცია, არ იცნობს პრეცედენტებს ყაზახეთის ახლო და შორეულ სამეზობლოში – აღნიშნავენ ადგილობრივი პოლიტოლოგები. მისი მიზანია, მოახდინოს ქვეყნის პოლიტიკური სისტემის გრძელვადიანი სტაბილიზაცია, რაც მთავარია – მოხსნას ხელისუფლების მონოპოლიზაციის რისკები და გაამყაროს დემოკრატიის საბაზო პრინციპები.

ესა და ადრე გატარებული სხვა ზომები მოწმობენ, რომ ყაზახეთი მყარად მიდის დასახულ გზაზე და სცილდება ხელისუფლების სუპერსაპრეზიდენტო მოდელს. სწორედ ტოკაევის პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ იქნა დაწყებული თვალშისაცემი ცვლილებები, რომლებიც ხალხის მიერ ხალისით იქნა მხარდაჭერილი. მისი ინიციატივების წყალობით, მთელი ძალაუფლება ყაზახეთში აწი აღარ იქნება ერთი ადამიანის ხელში მოქცეული: სახელმწიფოს მეთაური უპარტიო უნდა იყოს, მაშასადამე, მიუკერძოდებელი. მის ნათესავებს არ შეეძლებათ სახელმწიფო სტრუქტურებსა და სახელმწიფო კომპანიებში თანამდებობების დაკავება, პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ნაწილი ხელისუფლების სხვა ინსტიტუტებს გადაეცემა.

ყაზახეთში კვლავინდებურად მოქმედებს ტოკაევის მიერ შემუშავებული შემსმენი სახელმწიფოს კონცეფცია, რასაც მოწმობს მისი მიმართვა, სადაც უბრალო მოქალაქეების პრობლემები და მიმართვები განიხილება. კერძოდ, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მინიმალური სახელფასო ზღვარი მაღლა ასწიოს, რაც 1,8 მილიონი მოქალაქის შემოსავლებზე იქონიებს დადებით გავლენას.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წყლის პრობლემატიკას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ წყლის ნაკლებობა სერიოზულ წინაღობას წარმოადგენს ნებისმიერი სახელმწიფოს ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის. ამასთან კავშირში, წამოყენებულია წინადადება, აღდგენილ იქნას მთავრობასთან უწინ არსებული წყლის საბჭოს მუშაობა, განათლებული სპეციალისტების მოწვევით. ასე, პრეზიდენტმა დავალება გასცა, შემუშავებულ იქნას წყლის მეურნეობის სამწლიანი განვითარების გეგმა, საჭირო ექსპერტების მოსამზადებლად და ამ დარგში ძლიერი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების გამოსავლენად.

 

დაგეგმილია საპენსიო სისტემის არსებითი გადატვირთვა პენსიის საბაზო ნიხრის თანმიმდევრულად აწევის მიზნით. ასე, 2028 წლამდე, საპენსიო ასაკი ქალებისთვის დაფიქსირებულ იქნება 61 წლის დონეზე. ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებთან ერთად, ეს საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, რომ 2025 წლამდე მთლიანი პენსიები გაზარდოს საშუალოდ 27 პროცენტით. მოხუც ადამიანებზე ზრუნვა არა მხოლოდ თავისი მოქალაქეების შემსმენი ლიდერის მახასიათებელია, არამედ გამოხატავს ყაზახეთის ტრადიციებსაც, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი უფროსებისადმი პატივისცემაა.

ქვეყანაში ახალ თაობებზეც ზრუნავენ:

საპრეზიდენტო მიმართვაში ცალკე პუნქტად ბავშვების თემაა გამოყოფილი. მანამდე ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა 2022 წელი ბავშვების წლად გამოაცხადა, ხოლო ამ გამოსვლაში სტარტი მისცა ახალ პროგრამას „ეროვნული ფონდი – ბავშვებს“, რომლის ფარგლებში გამოვიდა ინიციატივით, ეროვნული ფონდის წლიური საინვესტიციო შემოსავლის 50% გადაირიცხოს 18-წლამდე ბავშვებისთვის გათვალისწინებულ სპეციალურ დაგროვების ანგარიშებზე. სრულწლოვანების მიღწევისას, დაგროვილი თანხები მიმართული იქნება საცხოვრებელი ფართის შესაძენად და განათლების საფასურის დასაფარად. ეს იქნება იმ მშობლებისთვის უზარმაზარი დახმარება, რომელთაც არ აქვთ საშუალება, თავიანთი შვილის უმაღლესი განათლება დააფინანსონ.

ნებისმიერი კარგი პოლიტიკოსი, რომელიც პასუხისმგებლობით უდგება ქვეყნის ხელმძღვანელობის საკითხს, არ უნდა უგულებელყოფდეს ახალგაზრდობის განათლების საკითხს. გასაკვირი არ არის, რომ მთავრობასა და რეგიონების ხელმძღვანელობას, ერთ-ერთ პრიორიტეტად, პრეზიდენტმა ტოკაევმა ახალი სკოლების მშენებლობა დაუსახა. ამასთან, მან გააჟღერა იდეა, რომელიც მთავრობის წევრებმა დიდი ენთუზიაზმით გაიზიარეს: უკანონოდ მიღებული შემოსავლები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ იქნება ამოღებული კორუფციონერებისგან სასამართლოს გზით, მიმართულ უნდა იქნას სკოლების მშენებლობაზე.

უფრო ხელმისაწვდომი გახდება უმაღლესი განათლება დიფერენცირებული საგანმანათლებლო გრანტების საშუალებით – 30-იდან 100 პროცენტამდე. დაფინანსების მოცულობა დამოკიდებული იქნება სხვადასხვა მაჩვენებლებზე.

რაც შეეხება ერის ჯანმრთელობის საკითხს, რომელიც ძირეულ საკითხებს განეკუთვნება. ყურადღება მიექცევა სამედიცინო ინფრასტრუქტურის კომპლექსურ გაუმჯობესებას. მალე იქნება ამუშავებული ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის სისტემა. ხდება ექიმთა დახელოვნებისა და მომზადების სისტემის სრულყოფა. მაგალითად, სამედიცინო უმაღლესებთან გაჩნდება მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფოები და კლინიკები.

პრეზიდენტმა ტოკაევმა ქვეყანას აუწყა, რომ სოციალური დაზღვევის სისტემის მონაწილეებისთვის სამუშაოს დაკარგვის შემთხვევაში გაცემული დახმარება გაიზრდება საშუალო-თვიური შემოსავლის 45%-მდე. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში რამდენიმე წლის მანძილზე აქტიურად და ეფექტურად ებრძვიან უმუშევრობას, ყოველმხრივ დახმარებას უწევენ უმუშევრებს გადამზადებაში, შრომით მოწყობასა და საკუთარი საქმის გახსნაში. ასეთი ღონისძიებები, როგორც ცნობილია, ხელს უწყობს სიღარიბით მოცული მოსახლეობის ფენების შემცირებას.

ამ მხრივ, ყაზახეთში განსაკუთრებულად უჭერენ მხარს ახალგაზრდობის ინიციატივებსა და სტარტაპებს. საამისო მტკიცებულებად გამოდგება მიკროდაკრედიტების ცალკე მექანიზმი წლიური 2,5%-ით, რაც მალე ამოქმედდება ახალგაზრდული მეწარმეობის მხარდასაჭერად.

პრეზიდენტი შეეხო სასამართლო პროცესებში სახელმწიფოს მონაწილეობის შემცირებისა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გაძლიერების თემას. პრინციპულად მნიშნელოვანია ძალოვანი ორგანოების გავლენის აღმოფხვრა, რათა გამოირიცხოს მათი მხრიდან მოსამართლეებზე ადმინისტრაციული ზეწოლის მექანიზმები. ამასთან, მოსამართლეების პასუხისმგებლობა, სერიოზულ დარღევებთან დაკავშირებით, გაიზრდება.

ამასთან, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მოუწოდა გაეროს პრინციპების, სამართლიანი სასამართლოსა და ჰუმანიზმის იდეალების ერთგულებისკენ, როდესაც გამოთქვა აზრი, რომ „ტრაგიკული იანვრის“ მოვლენების მონაწილეებს უფლება აქვთ, მიიღონ მეორე შანსი. პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მათთვის გაატაროს ერთჯერადი ამნისტია. რასაკვირველია, ამნისტია არ შეეხება მთავარ ფიგურანტებს, რომლებმაც მოახდინეს უწესრიგობათა ორგანიზება, ასევე სახელმწიფო ღალატსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაშ ბრალდებულებს. ამნისტია არ გავრცელდება რეციდივისტებზე, ტერორისტებსა და ექსტრემისტებზე, ადამიანების მწამებლებზე. კანონის უზენაესობის გაუქმებას არავინ აპირებს – ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის მიერ გახმოვანებულ გზავნილში წარმოდგენილია ასერიგ ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის მეტად პროგრესული იდეები, რომლებიც პრინციპულად ახალ პოლიტიკურ ფურცელს შლიან ქვეყნის ისტორიაში. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან: ეს პოლიტიკური ინიციატივები კომპლექსურად ავსებენ შინაარსით იმავე ტოკაევის მიერ ადრე გაჟღერებულ საკვანძო ფორმულას „ძლიერი პრეზიდენტი – გავლენიანი პარლამენტი – ანგარიშვალდებული მთავრობა“.

ახალი სტანდარტები, რომლებიც უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას მაქსიმალურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფენ, უეჭველად მოახდენენ მხოლოდ დადებით გავლენას ყაზახეთის საზოგადოების დემოკრატიულობის ხარისხზე.

 

 

მურთაზ თურქაძე