რუსეთის თავდაცვის მინისტრი: ნაწილობრივი მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი: ნაწილობრივი მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება

მისივე თქმით, რუსეთს აქვს დიდი სამობილიზაციო რესურსი. ხოლო ნაწილობრივი მობილიზაცია სამობილიზაციო რესურსის 1%-ზე მეტს შეეხება და ეს იქნებიან პირები, რომლებსაც სამხედრო სამსახურის გამოცდილება აქვს.

„გვაქვს ძალიან დიდი სამობილიზაციო რესურსი. ეს არიან პირები, რომლებსაც აქვთ საბრძოლო გამოცდილება, სამხედრო სპეციალობა – მათი რიცხვი დაახლოებით 25 მილიონია. ნაწილობრივი მობილიზაცია 1%-ზე ცოტათი მეტს შეეხება. პირველ რიგში ეს საჭიროა 1000-კილომეტრიანი შეხების ხაზისა და გათავისუფლებული ტერიტორიების კონტროლისთვის“, – აცხადებს შოიგუ.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, 21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია დაიწყო.