ჩინეთის პრეზიდენტმა არმიას საბრძოლო მზადყოფნისკენ მოუწოდა

„ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია (PLA) კონცენტრირებული უნდა იყოს რეალური ბრძოლისთვის მომზადებაზე“, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა და ქვეყნის ცენტრალური სამხედრო კომისიის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა განაცხადა.

ჩინეთის პრეზიდენტმა არმიას საბრძოლო მზადყოფნისკენ მოუწოდა

ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ცნობით, ასეთი ინსტრუქცია სახელმწიფოს მეთაურმა გაუგზავნა სემინარის მონაწილეებს ეროვნული თავდაცვისა და სამხედრო რეფორმების შესახებ, რომელიც პეკინში გაიმართა.

სი ძინპინის ბრძანება ტაივანის ირგვლივ ვითარების გამწვავების ფონზე გამოიცა. PLA-ს საბრძოლო სარდლობის აღმოსავლეთ ზონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ში იიმ თქვა, რომ ჩინეთის ქვედანაყოფები ინარჩუნებენ მაღალ საბრძოლო მზადყოფნას აშშ-სა და კანადის საზღვაო გემების ტაივანის სრუტეში გავლის შემდეგ.

სარდლობის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარები წინააღმდეგობას გაუწევენ ყველა საფრთხეს და მზად არიან, დაიცვან სახელმწიფო სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.