Reuters: ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეული ფინანსური დარტყმის გამო, ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში ბოსტნეულის მწარმოებლები საქმიანობის შეჩერებაზე ფიქრობენ

ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეული ფინანსური დარტყმის გამო, ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში ბოსტნეულის მწარმოებლები ფიქრობენ, თავიანთი საქმიანობა შეაჩერონ, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის საკვების მიწოდებას, – ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

Reuters: ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეული ფინანსური დარტყმის გამო, ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში ბოსტნეულის მწარმოებლები საქმიანობის შეჩერებაზე ფიქრობენ

როგორც ფერმერები ამბობენ, გაზის ფასების მატება ყველაზე მეტად ბოსტნეულის მწარმოებელ ფერმერებს აზარალებს.

„ელექტროენერგიისა და გაზის ფასების მატება გავლენას მოახდენს ზამთარში, გამთბარ სათბურებში მოსაყვან კულტურებზე, როგორებიცაა პომიდორი, წიწაკა და კიტრი, ასევე, ისეთ კულტურებზე, რომლებსაც ცივ საწყობში მოთავსება სჭირდებათ, მაგალითად ვაშლი და ხახვი“, – წერს სააგენტო.