ვიქტორ ორბანი – სანქციები უფრო დიდ ზიანს აყენებს ევროპას, ვიდრე თავად რუსეთს

ვიქტორ ორბანი – სანქციები უფრო დიდ ზიანს აყენებს ევროპას, ვიდრე თავად რუსეთს.

ვიქტორ ორბანი - სანქციები უფრო დიდ ზიანს აყენებს ევროპას, ვიდრე თავად რუსეთს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

როგორც ორბანი აცხადებს, ევროკავშირმა, რუსეთის წინააღმდეგ, წლის ბოლომდე უნდა გააუქმოს სანქციები, რადგან ეს შეზღუდვები ევროპას უფრო დიდ ზიანს აყენებს, ვიდრე თავად რუსეთის ფედერაციას.

„თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მოვხნით, ფასები მაშინვე განახევრდება და ინფლაციაც დაიწევს. სანქციების გაუქმების შედეგად, ევროპის ეკონომიკა აღდგება და თავიდან ავიცილებთ მოსალოდნელ რეცესიას.

ზაფხულის დასაწყისში, როდესაც სანქციები დაწესდა ბრიუსელში, ყველა ელოდა, რომ ეს შეზღუდვები რუსეთს დაარტყამდა და არა ევროპას. მას შემდეგ ცხადი გახდა, რომ დაწესებული სანქციები ევროპას უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე რუსეთს. ამიტომ წლის ბოლომდე შეზღუდვები უნდა მოიხსნას“ – აცხადებს ორბანი.

წყარო: ptn.ge