“ევროპული საქართველო”, როგორც წესი, იწყება პირდაპირ მეტროს ვაგონებიდან! :)

VIDEO: ხელჩართული ჩხუბი მეტროში – “ქართველმა ქართველს ჩხუბი რუსების შემოსვლის გამო დაუწყო”.

"ევროპული საქართველო", როგორც წესი, იწყება პირდაპირ მეტროს ვაგონებიდან! :)

My Personal Page-ზე მეტროში გადაღებული კადრები გავრცელდა. როგორც აღწერაშია ნათქვამი, ქართველებმა რუსების შემოსვლის გამო იჩხუბეს. თუმცა იქვე ასეთი კომენტარიც დაიწერა:

Soso Narimanidze

რუსის გამო არ იყო, გინებით შემოვიდა ვაგონში , მერე რუსების გინებაც დაიწყო, ამაზრზენ სიტყვებს იძახოდა და აგრესიულად იქცეოდა, მუშტს ურტყამდა მატარებლის კარს, ყველას შეგვეშინდა. თავიდან არავინ ამოიღო ხმა და იმ კაცმა, შავი სპორტულები რომ აცვია, უბრალოდ , მშვიდად და ზრდილობიანად სთხოვა ,რომ საზოგადოებაში ასეთი სიტყვები არ გამოეყენებინა, ქალების და გოგონების თანდასწრებით უხეშად არ მოქცეულიყო. ადამიანურად სთხოვა, მანდ ვიყავი, ამ კაცსაც შეაგინა და ძალადობა დაიწყო.
შავი სპორტულებიანი ქალებს და გოგონებს გვიცავდა , უსამართლობის განცდა ჰქონდა, რაც აშკარად არც ვიდეოს გადამღებს გააჩნდა და არც გამავრცელებელს. თან ცრუ ინფორმაციას რომ ავრცელებთ! პიარის გამო!
თქვენ კიდე ნუ ლანძღავთ უსამართლოდ …შავი სპორტულები ვისაც ეცვა, მან უბრალოდ ხმა ამოიღო იმ კაცის არაადამიანურ ქცევაზე და სთხოვა გაჩუმება ,პასუხი კი ძალიან აგრესიული იყო . რუსის გამო არ უჩხუბიათ!

https://fb.watch/fNdxuEoZIX