მედიის ცნობით, ბრიტანული ფუნტი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

მედიის ცნობით, ბრიტანული ფუნტი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ გადასახადების მასშტაბური შემცირების შესახებ განაცხადა.

მედიის ცნობით, ბრიტანული ფუნტი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

ბრიტანული ფუნტ სტერლინგი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა, მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა გადასახადების მასშტაბური შემცირების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დღეს დილით, აზიის საფონდო ბირჟებზე ერთმა ფუნტმა – 1.03 აშშ დოლარი შეადგინა, მოგვიანებით კი – 1.06 დოლარამდე გაიზარდა.

ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პარასკევს დაანონსებული 45-მილიარდიანი პაკეტის გარდა, გადასახადების დამატებითი შემცირებაც იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ დოლართან მიმართებით 20-წლიან მინიმუმზე დაეცა ევროს ღირებულებაც, რომელმაც დღის განმავლობაში მინიმალური 0.9568 დოლარი შეადგინა, მოგვიანებით კი, 0.9678 დოლარამდე გაიზარდა.

წყარო: 1tv.ge