ორი-ორზე: რუსულ-უკრაინული დუელი ანუ როგორ მოატყუეს რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინელები

ინტერნეტში უამრავი ფეიკ-მასალა ვრცელდება. სულ ახლახან, სოროსის ფონდთან “წილნაყარმა” ყვითელმა “პალიტრამ” გაავრცელა ფეიკ-ვიდეო, რომელზეც ვითომ მთვრალი რუსი ჯარისკაცია ასახული, რომელიც რუსული დროშით მიემართება სადღაც, მინდორზე, ლასლასით. მას უკნიდან რუსულად ეძახიან თანამებრძოლები, ნუ მიდიხარ, მოგკლავენო. შემდეგ, კადრში არ ჩანს, რა ხდება და ვიდეოს გადამღები პირი ვიდეოკამერას ძირს აგდებს – იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოწინააღმდეგის ტყვიები მას მოხვდა. სინამდვილეში, კარგად ჩანს, რომ “მთვრალი რუსის” გვერდით ტყვიები უკნიდან არის ნასროლი და სპეციალურად აცილებული. ერთი სიტყვით, აშკარად დადგმული სცენარია – სავარაუდოდ, უკრაინულ-არესტოვიჩული პროპაგანდის მიერ.

ახლა კი, გთავაზობთ ნამდვილ კადრებს. ქვემოთ წარმოდგენილი ვიდეო დაახლოებით ერთი თვის წინ არის გადაღებული, ლუგანსკისა და ხარკოვის მოსაზღვრე ტერიტორიებზე. კადრს იღებს სადარაჯოზე მდგომი ორი უკრაინელი ჯარისკაციდან ერთ-ერთი. უკრაინელი ჯარისკაცები ხედავენ, ტყიდან როგორ გამოვიდა ასევე ორი ჯარისკაცი და მშვიდად გამოემართა მათი მიმართულებით. ისმის უკრაინელი მოდარაჯეების შეძახილი – “ვინ ხარ და რატომ მოდიხართ?!”, “სად არის თქვენი ყვითელი სამკლაურები?!” თან, რაღაცას გრძნობენ და წინიდან მომავალი ორი ჯარისკაცი უკრაინელებს მიზანში ჰყავთ ამოღებული. მიზანში ამოღებულებს ჯერ ვითომ არ ესმით, რას ეკითხებიან, შემდეგ კი ისმის მათი პასუხი, რომ “უნდა შეგცვალოთ”.

ეს იყო უკანასკნელი წინადადება, რაც საბრალო უკრაინელებმა თავიანთ ცხოვრებაში გაიგეს. “შემცვლელები” სასროლ პოზიციაზე გამოვიდნენ და უკრაინელი მოდარაჯეები ცეცხლით გაანადგურეს. ვიდეოს გადამღები ჯარისკაცი მოცელილი ეცემა თავის ვიდეოკამერიანად.

ორი-ორზე: რუსულ-უკრაინული დუელი ანუ როგორ მოატყუეს რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინელები