„კეზერაშვილს მადა გაეზარდა და პარტიიდან კობა ნაყოფიას გაშვება მოითხოვა, რასაც მელია აღარ დაეთანხმა და დაიწყო შიდა ომი!“ – ნაცმოძრაობის შიდა სკანდალის დეტალები

“ქრონკა პლიუსის” რედაქტორი ელისო კილაძე შემდეგ ინფორმაციას აქვეყნებს:

„კეზერაშვილს მადა გაეზარდა და პარტიიდან კობა ნაყოფიას გაშვება მოითხოვა, რასაც მელია აღარ დაეთანხმა და დაიწყო შიდა ომი!“ - ნაცმოძრაობის შიდა სკანდალის დეტალები

“მოკლედ და კონკრეტულად, ის რაც ნანუკამ „ლაივში“ ილაპარაკა, ცხადია ვიცოდი!

ამ ფაქტების მერე დავიწყე კირკიტი, ვიპოვე ფაქტები პეტრე ცისკარიშვილზე, ლევან ხაბეიშვილზე, ხატია დეკანოიძეზე და სხვებზე და მივედი კეზერაშვილამდე!

ნიკა მელია დაჰყვა გარემოცვის ნებას, ლარნაკაში ჩავიდა კეზერაშვილთან და ჩამოსულზე თქვა, რომ მასთან კითხვები აღარ აქვს.

კეზერაშვილს მადა კიდევ უფრო გაეზარდა და მოითხოვა სრული კონტროლი ენმ-ზე და პარტიიდან კობა ნაყოფიას ჩამოშორება. რასაც მელია აღარ დაეთანხმა და დაიწყო შიდა ომი!

რეალობა არის ასეთი: მიხეილ სააკაშვილი არის დღის წესრიგიდან მოხსნილი და ენმ სრულიად უმოქმედო !

ქართული პოლიტიკა იქცა ერთ დიდ ქარვასლად და ჩემის აზრით, მიშამ მიიღო უსწორესი გადაწყვეტილება, როცა ამ ჭაობს გაემიჯნა.

ასე განაგრძეთ ერთმანეთთან ომი – აბა რაა!

და მერე თქვენი წუწუნი არ გავიგო, ბიძინა რომ უმრავლესობით დარჩება ხელისუფლებაში!

ნეტა გვერდიდან შეგახედათ თქვენი თავისთვის, რა ამაზრზენად გამოიყურებით!

p.s .2020-შიც ასე ვფიქრობდი თქვენზე” – დაწერა კილაძემ.