იენს სტოლტენბერგი – ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას აქვს უფლება, შეიტანოს განაცხადი ალიანსის წევრობაზე

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა და გადაწყვიტოს, უსაფრთხოების რომელი არქიტექტურის ნაწილი იყოს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა,  იენს სტოლტენბერგმა, ალიანსში უკრაინის დაჩქარებული წესით განაცხადის შესახებ კომენტარისას აღნიშნა.

იენს სტოლტენბერგი - ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას აქვს უფლება, შეიტანოს განაცხადი ალიანსის წევრობაზე

სტოლტენბერგის თქმით, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას აქვს უფლება, შეიტანოს განაცხადი, გადაწყვეტილებას კი, 30 წევრი ქვეყნის კონსენსუსის შედეგად მიიღება.

„ევროპაში ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას აქვს უფლება, შეიტანოს განაცხადი ნატო-ს წევრობაზე და ნატო პატივს სცემს ამ უფლებას. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება და ეს ვაჩვენეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მადრიდის სამიტზე ალიანსმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა და გადაწყვიტოს, უსაფრთხოების რომელი არქიტექტურის ნაწილი იყოს. წევრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მიიღება 30 წევრი ქვეყნის მიერ კონსენსუსის საფუძველზე. ჩვენი ფოკუსი ახლა არის უკრაინისთვის მყისიერი დახმარება რუსეთის სასტიკი ინტერვენციისგან თავდაცვაში. ეს არის ნატო-ს ალიანსის მთავარი ფოკუსი და ძალსიხმევა ამჟამად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენკიმ, უკრაინას ნატო-ში დაჩქარებულად გაწევრიანებაზე განაცხადი შეტანის შესახებ დღეს განაცხადა.