ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის ნატო-ში სწრაფად მიღებას

ბალტიის ქვეყნები მხარს უჭერენ ნატო-ში უკრაინის რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანებას, – ამის შესახებ ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ედგარს რინკევიჩსმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა და ურმას რეინსალუმ Twitter-ის პირად გვერდებზე იდენტური მესიჯები გამოაქვეყნეს.

ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის ნატო-ში სწრაფად მიღებას

„უკრაინის ბალტიის მეგობრები სრულად უჭერენ მხარს ნატო-ში უკრაინის რაც შეიძლება სწრაფად მიღებას. უკრაინის შთამაგონებელი სიმამაცე ჩვენს ალიანსს მხოლოდ გააძლიერებს”, – წერია ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებში.

შეგახსენებთ, უკრაინა ნატო-ში შესვლის განაცხადს აკეთებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

კერძოდ, ზელენსკი აღნიშნავს, რომ დღეს უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.