ვლადიმირ პუტინმა და ლიდერებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებებს ხელი მოაწერეს

კრემლში ვლადიმირ პუტინმა და ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ლიდერებმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებებს ხელი მოაწერეს.

ვლადიმირ პუტინმა და  ლიდერებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებებს ხელი მოაწერეს

პუტინთან ერთად,  შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ  დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი დენის პუშილინი,  ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ლეონიდ პასეჩნიკი, ზაპოროჟიეს  ლიდერი ევგენი ბალიცკი,  ხერსონის   ლიდერი ვლადიმირ სალდო.

მანამდე, გვიან ღამით, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას  ზაპოროჟიესა და ხერსონის  დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

ამასთან, დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ 28 სექტემბერს განაცხადა, რუსეთი მის მიერ 24 თებერვლის შემდეგ “დაკავებულ უკრაინის ტერიტორიებზე”  რეფერენდუმების შედეგებს აღიარებს, მაშინ უკრაინას პუტინთან სალაპარაკო არაფერი ექნება.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების  ტერიტორიებზე რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმები ჩაატარა. უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები რეფერენდუმებს და მის შედეგებს არ აღიარებენ.