საქართველოს საგარეო უწყება – უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის მიერ ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო “ანექსიას”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო “ანექსიას” – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

საქართველოს საგარეო უწყება - უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის მიერ  ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო "ანექსიას"

„რუსეთის ამ უკანონო ქმედებით, კიდევ ერთხელ, უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც იცავს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობები, არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული  რეფერენდუმების შედეგებს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.