დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ჯერ დადგენილი არ არის, სად გადის ხერსონის, ზაპოროჟიეს საზღვრები

კრემლში აცხადებენ, რომ ჯერ დადგენილი არ არის, სად გადის ხერსონისა და ზაპოროჟიეს საზღვრები.

რუსული მედიის ცნობით, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ საკითხზე მოსახლეობასთან კონსულტაციებს განაგრძობენ.

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ჯერ დადგენილი არ არის, სად გადის ხერსონის, ზაპოროჟიეს საზღვრები

„ნაწილობრივ ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გვაქვს, მე გეტყვით იურიდიულ ენაზე, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკა – 2014 წლის საზღვრებში. ხერსონი და ზაპოროჟიეს საზღვრებთან დაკავშირებით ამ ოლქების მოსახლეობასთან კონსულტაციებს ვაგრძელებთ“, – განაცხადა პესკოვმა.