ანჯეი დუდა – ამერიკელ ლიდერებს „ბირთვული გაზიარების“ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობაზე ვესაუბრეთ, თემა ღიაა

ამერიკელ ლიდერებს „ბირთვული გაზიარების“ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობაზე ვესაუბრეთ, თემა ღიაა, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ანჯეი დუდა - ამერიკელ ლიდერებს „ბირთვული გაზიარების“ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობაზე ვესაუბრეთ, თემა ღიაა

დუდას თქმით, პირველი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანას არ აქვს ბირთვული იარაღი და არავითარი მინიშნება არ არსებობს, რომ პოლონეთს ის უახლოეს მომავალში ექნება.

„ყოველთვის არის ბირთვული გაზიარების პროგრამაში მონაწილეობის პოტენციური შესაძლებლობა. ჩვენ ვესაუბრეთ ამერიკელ ლიდერებს იმის შესახებ, განიხილავს თუ არა აშშ ამ შესაძლებლობას. თემა ღიაა“, – აღნიშნა ანჯეი დუდამ.

„ბირთვული გაზიარება“ არის ნატო-ს ბირთვული შეკავების პოლიტიკის კონცეფცია, რომელიც საშუალებას აძლევს წევრ ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ბირთვული იარაღი, მიიღონ მონაწილეობა ნატო-ს მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების დაგეგმვაში. კერძოდ, გათვალისწინებულია, რომ ამ ქვეყნების შეიარაღებული ძალები ჩაერთვებიან ბირთვული იარაღის მიწოდებაში მათი გამოყენების შემთხვევაში.