ჯო ბაიდენი: აშშ ირანელი ქალების გვერდით დგას!

შეერთებული შტატები ირანელი ქალებისა და მოქალაქეების გვერდით დგას, რომლებიც მსოფლიოს თავიანთი სიმამაცით შთააგონებენ”, – ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ირანში განვითარებულ მოვლენებს.

ჯო ბაიდენი: აშშ ირანელი ქალების გვერდით დგას!

ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს ირანის მოქალაქეების მხარდაჭერას.

“ამერიკის შეერთებული შტატები ირანელი ქალებისა და მოქალაქეების გვერდით დგას, რომლებიც  მსოფლიოს თავიანთი სიმამაცით შთააგონებენ. მიმდინარე კვირაში, ჩვენ დამატებით ხარჯებს დავაკისრებთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის ჩამდენ პირებს. ჩვენ გავაგრძელებთ ირანელების უფლებების მხარდაჭერას, გააპროტესტონ თავისუფლად”, – წერს ბაიდენი Twitter-ზე.