ნიკოლაი პატრუშევი – რუსეთის წინააღმდეგ ახლა ფაქტობრივად ნატო ომობს

რუსეთის წინააღმდეგ ახლა ფაქტობრივად ნატო ომობს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები კიევს მძიმე შეიარაღებას, საბრძოლო მასალას, სადაზვერვო ინფორმაციას აძლევენ და უზრუნველყოფენ სამხედრო სპეციალისტების მომზადებას.

ნიკოლაი პატრუშევი - რუსეთის წინააღმდეგ ახლა ფაქტობრივად ნატო ომობს

პატრუშევის განცხადებით, ნატო-ს წევრები მონაწილეობენ სამხედრო ოპერაციების დაგეგმვაში და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით შანტაჟში. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ ანგლოსაქსებს, საკუთარი სარგებლის მიღებისთვის სურთ, რუსეთი და ევროპა სამხედრო დაპირისპირებამდე მიიყვანონ.

ნიკოლაი პატრუშევის თქმით, აშშ-ს, ბრიტანეთსა და მათ თანამგზავრებს სურთ არა მხოლოდ რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაჭიანურება, არამედ სამხედრო ოპერაციების გადატანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

„მიზანია რუსეთის დათრგუნვა, წარმოსახვითი უპირატესობის შენარჩუნება, ერთპოლარული სამყაროს შენარჩუნება, საკუთარი თავისთვის სხვების ხარჯზე ცხოვრების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ისინი წარმატებას ელიან კონფლიქტების გაღვივებით, როგორც ეს გააკეთეს ორი მსოფლიო ომის შემდეგ, კიდევ ერთხელ მოაგვარონ მათი ეკონომიკის დაგროვილი პრობლემები, მათ შორის უზარმაზარი სახელმწიფო ვალის პრობლემები, რომელმაც აშშ-ში 30 ტრილიონ დოლარზე მეტს მიაღწია“, – თქვა ნიკოლაი პატრუშევმა.