ნიკოლოზ ბასილაშვილი: თავს დამნაშავედ არ ვთვლი – სანამ პროცესები არ დამთავრდება, განცხადებას არ გავაკეთებ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა განახლდა, საქართველოს პირველი ჩოგანი მეუღლეზე, ნელი დოროყაშვილზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაშია ბრალდებული.

ნიკოლოზ ბასილაშვილი: თავს დამნაშავედ არ ვთვლი – სანამ პროცესები არ დამთავრდება, განცხადებას არ გავაკეთებ

დღეს სასამართლო სხდომის დაწყებამდე ნიკოლოზ ბასილაშვილა ჟურნალისტებთან განაცხადა: “თავს დამნაშავედ არ ვთვლი, სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას არ გავაკეთებ. როგორც კი დამთავრდება, ყველაფერზე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს”.

ამ წუთებში სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა იკითხება.