Politico: ევროკავშირის ქვეყნები სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმდნენ, რომელიც რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ გამოცემა Politico რეზოლუციის სამუშაო ვარიანტზე დაყრდნობით წერს.

Politico: ევროკავშირის ქვეყნები სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმდნენ, რომელიც რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს

გამოცემის ცნობით, გარკვეული შეღავათები მიიღეს კვიპროსმა, საბერძნეთმა და მალტამ, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილეს იჩენდნენ, ვინაიდან რუსული ნავთობის დიდი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნების ტანკერებს გადააქვს.

ახალი პაკეტი ასევე უკრძალავს ევროკავშირის მოქალაქეებს რუსული სახელმწიფო კომპანიების დირექტორთა საბჭოებში შესვლას. გარდა ამისა, პერსონალური სანქციები უწესდება ადამიანებს, „რომლებიც ვლადიმირ პუტინს საომარ მოქმედებებში ეხმარებიან“.

თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთმა მიაღწია იმას, რომ რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარი არ გავრცელდეს მილსადენებით ნავთობის მიწოდებაზე, და რომ ახალი სანქციები არ შეეხოს ატომურ ენერგეტიკას, რაც უნგრეთს ახალი ენერგობლოკების მშენებლობას გაურთულებდა.