თინა ხიდაშელი: ბიძინა ივანიშვილი არასოდეს თამაშობს ერთაქტიანი მოქმედებით

ბიძინა ივანიშვილი მუდმივად თამაშობს და არასოდეს თამაშობს ერთ აქტიანი მოქმედებით. მიუხედავად იმისა, არჩევნები არის, თუ არა, რაღაც კომბინციებს მუდმივად აკეთებს. ამაში რთული დრამატურგია არ არის, პირიქით მარტივია – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, პოლიტიკოსმა თინა ხიდაშელმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

თინა ხიდაშელი: ბიძინა ივანიშვილი არასოდეს თამაშობს ერთაქტიანი მოქმედებით

“ის მუდმივად თამაშობს და არასოდეს თამაშობს ერთ აქტიანი მოქმედებით. მიუხედავად იმისა, არჩევნები არის, თუ არა, რაღაც კომბინციებს მუდმივად აკეთებს. ამაში რთული დრამატურგია არ არის, პირიქით მარტივია. დღევანდელი მდგომარეობით, გამოკითხვების შესაბამისად 5%-იან ბარიერს მხოლოდ 2 პოლიტიკური პარტია ლახავს. ყვალა სხვა დანარჩენი ხმა ჰაერში მიდის. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებული არის, რომ მესამე ნიშა გააჩინოს პარლამენტში იმისათვის, რომ მრავალპარტიულობის, კოალიციურობის ილუზია შექმნას. ამის გამოცდილება საქართველოში არსებობს, მაღალი ბარიერის პირობებში, პარლამენტში ხელოვნურად გადაყვანილი პარტიები გვინახავს. სავარაუდოდ, იგივე არის ივანიშვილის გეგმაც”_ განაცხადა თინა ხიდაშელმა.