“მე თქვენი ნომერი პირველი მშობლის, დამსმელი დიდი მშობელი მენახოს წვერებიანი ჯულიეტას მიერ დატოვებული შხამის ზიარი…” – მოროშკინა

ყველაზე დიდი ხაფანგი,რომელიც გლობალისტებმა “შემოაგდეს” იყო პოლიტკორექტულობის მცნება!
აი, მანდ აირია მონასტერი.

"მე თქვენი ნომერი პირველი მშობლის, დამსმელი დიდი მშობელი მენახოს წვერებიანი ჯულიეტას მიერ დატოვებული შხამის ზიარი..." - მოროშკინაჯერ კიდევ ლარი კინგი წერდა: “ქალს რომ კომპლიმენტი გავუკეთო-დღეს რა ლამაზი ხარ,უფლება აქვს გიჩივლოს, ე.ი. გუშინ უშნო ვიყავი მოტივით.
აი,რესტორანში რომ ვკითხო,ხომ აქვს თან პრეზერვატივი-ეს თვითშეგნება და ზრუნვა ჰიგიენურ უსაფრთხოებაზე იქნება!”
ცხადია სხეულის გაფუმფულებული ადგილის თამაშმა შედეგი გამოიღო და დღეს, კაცობრიობის ადექვატურ ნაწილს თავს ესხმიან ჰიბრიდული,აწყობილი პოლიტკორექტულები,რომლებისთვისაც ფიფქია და შვიდი ჯუჯა არის ამბავი ქალბატონის და შვიდი მომცრო ზომის მამაკაცის.
ბიძია თომას ქოხი-აკრძალული ლიტერატურა,
ანა კარენინას ფინალი-საუკეთესო არჩევანი,
ხოლო პატარა პრინცი-არარელევანტური თხრობა.
ქანდაკება-მონუმეტები კიდევ სხვა თემაა…
სადაც ქართლის დედას თურმე ფალოსი უჭირავს და აღმაშენებლის ცხენის ტორსის ქვედა ნაწილის ზომებს სადავოა, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის…
მოკლედ პოლიტკორექტულად გეტყვით,
მე თქვენი ნომერი პირველი მშობლის,დამსმელი დიდი მშობელი მენახოს წვერებიანი ჯულიეტას მიერ დატოვებული შხამის ზიარი….
მეც მიყვარხართ🧡

ლალი მოროშკინა; სოციალური ქსელი