„პოლიტიკო“ – თეთრი სახლი ცდილობს, ყველა საშუალებით თავიდან აირიდოს „დიდი ოცეულის“ სამიტზე აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ გადაკვეთა

გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, თეთრი სახლი ცდილობს, ყველა საშუალებით თავიდან აირიდოს „დიდი ოცეულის“ სამიტზე აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების გადაკვეთა.

„პოლიტიკო“ - თეთრი სახლი ცდილობს, ყველა საშუალებით თავიდან აირიდოს „დიდი ოცეულის“ სამიტზე აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ გადაკვეთა

როგორც გამოცემა იუწყება, უკვე რამდენიმე კვირაა, თეთრ სახლში დისკუსიები მიმდინარეობს სამიტზე ვლადიმერ პუტინის შესაძლო მონაწილეობის შესახებ მას შემდეგ, რაც ამაზე მასპინძელმა ინდონეზიამ განაცხადა.

თეთრი სახლის ადმინისტრაციაში, სამიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის ოფიციალურ შეხვედრას გამორიცხავენ და როგორც „პოლიტიკო“ წერს, ასევე ცდილობენ, ორი ლიდერი ერთად არ მოხვდეს, არც საერთო ფოტოსესიისას და არც დერეფნებში.

პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა, შედგეს, თუკი საუბარი იქნება ამერიკელი კალათბურთელის, ბრიტნი გრაინერის ან საზღვაო ქვეით პოლ უილანის გათავისუფლებაზე, რომლებიც რუსეთში პატიმრობაში არიან. თუმცა, ამ ეტაპზე ამის წინაპირობა არ არსებობს.

ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის ერთადერთი შეხვედრა გასულ წელს ჟენევის სამიტზე 2021 წელს შედგა.