შალვა ოგბაიძე: რომის პაპზე კათოლიკეობას და მარიტას მშობლებზე მეტად მგლოვიარეობას ნურავინ დაიბრალებს

თითქმის 30 წელიწადია, რაც ადგილობრივ თვითთმმართველობაში ვმსახურობ და მერწმუნეთ, კახა კალაძის მსგავსი მერი ჩვენს დედაქალაქს არ ჰყოლი _ ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე სოციალურ ქსელში წერს.

შალვა ოგბაიძე: რომის პაპზე კათოლიკეობას და მარიტას მშობლებზე მეტად მგლოვიარეობას ნურავინ დაიბრალებს

“სიტყვას ჯადოსნური ძალა აქვსო, ამბობენ…
მაგრამ ამჯერად სიტყვები უძლურია.
უძლურია მოიძებნოს ისეთი სიტყვათწყობა, ისეთი წინადადება-რომელიც ოდნავ მაინც გაანელებს მარიტას მშობლების ტკივილს…
მარიტა უბრალოდ კი არ გარდაიცვალა, მან თავი გაწირა თავისი მეგობრების გადარჩენისათვის.
ის დაიღუპა როგორ გმირები იღუპებიან…
იღუპებიან და … უკვდავები ხდებიან.
აფერუმ პატარა(სულით უდიდესო) ქალბატონო შენს მშობლებს, გამზრდელებს და წინაპრებს -ასეთად გაზრდისათვის.
ამბობენ გლოვასაც კი თავის წესი აქვსო. მაგრამ არ შემიძლია არ შევეხო ,,ძალად მგლოვიარეებს’’, როგორ შემოიხიეს ტანსაცმელი გიორგი შაქარიშვილის, თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედიებზე, როგორ ურცხვად აბრალებდნენ მკვლელობას აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს, რა გააფთრებული შემოტევა იყო კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ გადადგომაზე და დაჭერაზე.
რომის პაპზე კათოლიკე და მარიტას მშობლებზე მეტად მგლოვიარეობას ნურავინ დაიბრალებს.
თუმცა: არ ვიქნები მართალი კახა კალაძეზე რომ არ ვთქვა ორიოდე სიტყვა. მარიტას მშობლების შემდეგ თუ ვინმემ შეიცხადა და დათრგუნულია-ეს კახაა. გახსენდებათ მისი თვალები, ინტონაცია, თავჩაქინდრული გულში ტირილი(კაცებმა უმეტესწილად გულში ტირილი ვიცით)? მე თითქმის 30 წელიწადია რაც ადგილობრივ თვითთმმართველობაში ვმსახურობ და მერწმუნეთ-ასეთი მერი ჩვენს დედაქალაქს არ ჰყოლია. პირველივე დღეს კაცმა თქვა-რა დოზითაც გამოიკვეთება ჩემი დანაშაული-იმავე დოზით მეც უნდა დავისაჯოო.
სხვა რა ფორმაა სამართლის ქმნის? ან სამართალი, ან ლინჩის წესი? აგერ, 9 კაცის ბრალეულობა გამოკვეთა გამოძიებამ(მათ შორის მერიის ერთი მაღალი თანამდებობის პირის), ხოლო კიდევ ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა თანამდებობა დატოვა და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ახლა მარიტას მშობლებისთვის სულერთია ვინ რა თანამდებობიდან გადადგება თუ თუნდაც ციხეში წავა. ერთადერთი ახლა სრული ჭეშმარიტების დადგენაა და მარიტამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჩვენი დედაქალაქის მთავარზე მთავარი: ჩვენი თანამოქალაქეების უ ს ა ფ რ თ ხ ო ე ბ ა. არ მსურს ამ ჩემს გულიდან ამონათქვამში ადგილი დავუთმო სულით მდაბიო ადამიანებს, რომლებმაც ლამის თანამდებობების განაწილება დაიწყეს. შეგრცხვეთ ბატონებო!(ზრდილობას რა ვუთხარი-თქვენ ,,ბატონები’’ როგორ უნდა გიწოდოთ). ღმერთის გეშინოდეთ!
სიტყვები მართლაც უძლურია…”_ წერს შალვა ოგბაიძე.