ზახაროვა თრასის გადადგომაზე: ბრიტანეთს ასეთი სამარცხვინო და კატასროფულად გაუნათლებელი პრემიერმინისტრი არასდროს ჰყოლია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ლიზ თრასის გადადგომას გამოეხმაურა და მას სამარცხვინო უწოდა.

ზახაროვა თრასის გადადგომაზე: ბრიტანეთს ასეთი სამარცხვინო და კატასროფულად გაუნათლებელი პრემიერმინისტრი არასდროს ჰყოლია

“ბრიტანეთს ასეთი სამარცხვინო პრემიერმინისტრი არასდროს ჰყოლია”. – თქვა ზახაროვამ.

ამასთან ერთად, მარია ზახაროვამ ლიზ თრასის პირადი თვისებებიც დაიწუნა და მას კატასროფულად გაუნათლებელი უწოდა.

20 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ლიზ თრასი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ თრასმა დაუნინგ სთრითზე გამარტულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. თრასის თქმით, მას არ შეუძლია იმ ამოცანების შესრულება, რისთვისაც კონსერვატიულმა პარტიამ ის ერთი თვის წინ პრემიერმინისტრად აირჩია.