ამერიკელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი: “რუსეთიდან არსადაც არ წავალ; ამ ქვეყანას მე ვჭირდები, მე კი ეს ქვეყანა მჭირდება!”

სნოუბორდისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ უაილდი, რომელიც 2012 წლიდან რუსეთში დასახლდა, ამ ქვეყნიდან სადმე წასვლას, მათ შორის, ამერიკაში დაბრუნებას არ აპირებს. ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა “სპორტ ექსპრესს” განუცხადა:

ამერიკელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი: "რუსეთიდან არსადაც არ წავალ; ამ ქვეყანას მე ვჭირდები, მე კი ეს ქვეყანა მჭირდება!"
 

“მე მათ რიცხვს არ განვეკუთვნები, ვინც იოლ გზას ეძებს. ის მოვლენები, რაც ახლა ხდება რუსეთში და მის გარშემო, ვერ მაიძულებს, რომ ვინანო ჩემი დარჩენის გადაწყვეტილებაზე, ვიფიქრო გადასახლებაზე. პირიქით, მე სწორედ ახლა მინდა ვიყო ამ ქვეყანაში, როგორც არასდროს მანამდე! ეს იმიტომ, რომ მე ამ ქვეყანას მჭირდება. და ის მე მჭირდება” – ხაზგასმით აღნიშნა სპორტსმენმა.

“თუ სიმართლე გნებავთ, მოწოდება, რომ რუსეთი დავტოვო, ბევრად უფრო ხშირად თავად რუსეთში გავიგონე. ყოველი მეორე ჩემი ნაცნობი განიხილავდა ამ თემას, განსაკუთრებით, ბოლო თვეში.

მისმინეთ, მე ჩამოვედი შეერთებული შტატებიდან. ამერიკა ჩემი სამშობლოა. ჩემი ცხოვრების უდიდესმა ნაწილმა იქ გაიარა, მენტალურად მე დღესაც უფრო ამერიკელი ვარ. შემიძლია, მშვიდად დავბრუნდე და ვიცხოვრო ნიუ-იორკში, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. მაგრამ არ ვაპირებ წასვლას. მე საერთოდ არ მესმის ეს პანიკა, ეს ხომ საერთოდ არ არის რუსულ ტრადიციაში, როგორც მე თქვენი კულტურა მესმის! უფრო ამერიკელები წავლენ ნაკლები წინააღმდეგობის გზით, თავს აარიდებენ პრობლემებს, ვიდრე რუსები. გასაგებია, რომ ახლა რთული დროა. მაგრამ, აუცილებელია ვეცადოთ, ვიცხოვროთ, გავაკეთოთ ის, რაც ჩვენი ვალია და თან უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს. სხვაგვარად არ შეიძლება.

მე რომ ახლა რუსეთიდან წავიდე, ჩემთვის ეს იქნება პრობლემებისგან გაქცევა, ნაცვლად იმისა, რომ პრობლემა მოვაგვარო. როგორ? – ყველა თავისთვის წყვეტს, მე ჩემი გეგმები და მიზნები მაქვს, რომელთა განხორციელებასაც ახლა ვცდილობ.

ფიქრობთ, რომ მე მეშინია? ჩენ ყველანი განვიცდით რაღაცას, მაგრამ რა მოვუხერხოთ ამ შიშს? თუკი მუდმივად ამაზე იფიქრებს ადამიანი, იგი ჭკუიდან შეიშლება… და არაფერი არ შეიცვლება. მე ჩემთვის დავასკვენი, რომ საჭროა მკაფიო მიზნების და ამოცანების დასახვა. და არ უნდა მიანიჭო დიდი მნიშნელობა იმ აზრებსა და საფრთხეებს, იმ შედეგებს, რომლებზეც შენ არსებითი გავლენა არ გაქვს”. – დაასკვნა ვიქტორ უაილდმა.

 

რუსეთში 2012 წელს გადმოსახლების შემდეგ, ამერიკელმა ჩემპიონმა რუსეთის მოქალაქეობა აიღო.