დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა ჯო ბაიდენისთვის მიწერილი წერილი უკან გაიწვიეს

დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ფრთის წარმომადგენლებმა ჯო ბაიდენისთვის მიწერილი წერილი უკან გაიწვიეს.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა ჯო ბაიდენისთვის მიწერილი წერილი უკან გაიწვიეს

დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ფრთის წარმომადგენლებმა ჯო ბაიდენისთვის მიწერილი წერილი უკან გამოიწვიეს. ამის შესახებ სპეციალური განცხადება წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული მემარცხენე ფრაქციის ლიდერმა პრამილა ჯაიაპალმა გაავრცელა.

– “წერილი რამდენიმე თვის წინ იქნა შედგენილი, მაგრამ სამწუხაროდ, თანამშრომლებმა წინასწარ გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნეს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, მომხდართან დაკავშირებით პასუხიმგებლობას ვიღებ“, – განაცხადა ჯაიაპალმა.

ჯაიაპალის თქმით, წერილი გამოქვეყნდა მაშინ, როცა წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკელთა ლიდერმა, კევინ მაკკარტიმ განცხადება გამარჯვების შემთხვევაში დაფინანსების შესაძლო შემცირებაზე გააკეთა.

ჯაიაპალის თქმით, ამ განცხადებების გამოქვეყნებამ, სამწუხაროდ, შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს დემოკრატები, რომლებიც ერთხმად უჭერენ მხარს უკრაინელი ხალხისთვის სამხედრო, სტრატეგიულ და ეკონომიკურ მხარდაჭერას, როგორღაც შეუერთდნენ რესპუბლიკელებს, რომლებიც ცდილობენ, შეწყვიტონ უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 30-მა ლიბერალმა დემოკრატმა კონგრესმენმა ჯო ბაიდენს მოუწოდა, მოლაპარაკებები გამართოს ვლადიმერ პუტინთან.

– “როგორც კანონმდებლებს, პასუხისმგებლობა გვეკისრება ამერიკელი გადამხდელების გადასახადების ათობით მილიარდ დოლარზე, რომელსაც აშშ სამხედრო დახმარებაში ხარჯავს. მივიჩნევთ, რომ ამგვარი ჩართულობა ამ ომში ასევე აკისრებს პასუხისმგებლობას აშშ-ს, სერიოზულად განიხილოს ყველა შესაძლებლობა, მათ შორის პირდაპირი ურთიერთქმედება რუსეთთან” – ნათქვამი იყო წერილში.

წყარო: itv.ge