ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, აირჩიონ ელექტროენერგიის დაზოგვის ინდივიდუალური სქემა

უკრაინის პრეზიდენტმა,  ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, აირჩიონ ელექტროენერგიის დაზოგვის ინდივიდუალური სქემა.

ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, აირჩიონ ელექტროენერგიის დაზოგვის ინდივიდუალური სქემა

„რუსმა ტერორისტებმა ისეთი რთული პირობები შეუქმნეს ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს, რომელიც ევროპაში უბრალოდ არავის უნახავს და არ შეხვედრია. არ ყოფილა ისეთი საფრთხეები, რომელიც ახლა ჩვენი სპეციალისტები იძულებულნი არიან დაძლიონ.

უკრაინის ბევრ ქალაქსა და რეგიონში ხდება ელექტროენერგიის მიწოდების ავარიული გათიშვა. გვიწევს ენერგიის მოხმარების შეზღუდვა. მაგრამ ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: ჩვენ გვჭირდება გამარჯვება რუსეთზე ენერგეტიკულ სექტორშიც

ახლა ჩვენ გვჭირდება ენერგიის გაცნობიერებული მოხმარება ყველა უკრაინელის მიერ. გთხოვთ, აირჩიოთ ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის საკუთარი სქემა, სანამ დეფიციტია ენერგოსისტემაში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.