„ზოგიერთი ქართული პოლიტიკური ელიტის მხრიდან ბოლოდროინდელი მავნე რიტორიკის მიუხედავად, ეს არ შეცვლილა“ – ნედ პრაისი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ზოგიერთი ქართული პოლიტიკური ელიტის მხრიდან ბოლოდროინდელი მავნე რიტორიკის მიუხედავად, აშშ-ის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეცვლილა. კერძოდ, მისი თქმით, აშშ დგას ქართველი ხალხის სურვილის გვერდით, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ზოგიერთი ქართული პოლიტიკური ელიტის მხრიდან ბოლოდროინდელი მავნე რიტორიკის მიუხედავად, ეს არ შეცვლილა“ - ნედ პრაისი

„თავიდანვე ეს ადმინისტრაცია და ამერიკელი ხალხი – სოლიდარული ვართ საქართველოს ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ მათი სურვილის გვერდით, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ზოგიერთი ქართული პოლიტიკური ელიტის მხრიდან ბოლოდროინდელი მავნე რიტორიკის მიუხედავად, ეს არ შეცვლილა. ჩვენ ვრჩებით ქართველი ხალხის პარტნიორად. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები, ერთად ვმუშაობთ საქართველოს შესახებ ჩვენი საერთო ხედვისკენ, სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ერების ოჯახში და ევროპის ნაწილი, რომელიც არის მთლიანი, თავისუფალი და მშვიდი. ეს არის ხედვა, რომელსაც პოლიტიკური ნება სჭირდება. ამას მძიმე შრომა სჭირდება, სჭირდება მოთმინება, მის განხორციელებას კი მნიშვნელოვანი ძალისხმევა სჭირდება.

ჩვენ ღია ვართ საქართველოს მთავრობასთან დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ. დემოკრატიის უკუსვლა, რომელიც ჩვენ დავინახეთ და რომელზედაც ბოლო დღეებში ვისაუბრეთ, საქართველოს მის გაცხადებულ მიზანს – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას – აშორებს, თუმცა რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის ასუსტებს ქვეყნის დემოკრატიას. დემოკრატიას, რომლის მიღწევისკენაც ქართველი ხალხი ასე აშკარად ისწრაფვის.

ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და მზად ვართ, ამაში დავეხმაროთ“, – განაცხადა პრაისმა.