“მე – ბოროტი და შენ -კეთილი, ხომ? – ახლავე მიეცი ფული, – შეუტია გოგონას” – რა მოხდა ავტობუსში

“დღეს ერთერთ ქალაქის ავტობუსში ვიჯექი რატომღაც ფიქრებში გართულს არ გამიგია კონტროლიორის ამოსვლა.
“მე – ბოროტი და შენ -კეთილი, ხომ? – ახლავე მიეცი ფული, – შეუტია გოგონას” – რა მოხდა ავტობუსში
ყვირილმა გამომაფხიზლა ახალგაზრდა პატარა ბავშვიან გოგოს თავზე ადგა და ბოლოხმაზე გაყვიროდა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი გოგო ხელში ბარათს და 2 ლარიანს უხერხულად ატრიალებდა და უხსნიდა კონტროლიორს რომ არ იცოდა ბარათზე თუ თანხა არ იყო წამოვდექი და უცებ ავუღე გოგონას ბილეთი და…. აი აქ დაიწყო შენ ვინ ხარო დავპატიჟეთქო ღიმილით ვუთხარი იქნებ ბრაზი გამენეიტრალებინა
-ეხლავე ფული მიეცი- მიუბრუნდა გოგონას
-არ მინდა ქალბატონო დავპატიჟეთქო
-ოჰ, გამოჩნდა კეთილისმსურველი, მე-ბოროტი და შენ-კეთილი ხომ? გაწიწმატდა კონტროლიორი თუ ამდენი გაქვს რა გინდა ტრანსპორტში წასულიყავი ტაქსით, შენისთანა ვითომ კეთლებმა დააქციეს ქვეყანა! -ახლავე მიეცი ფული კიდევ უფრო ხმამაღლა შეუტია გოგონას ამასობაში ატირდა პატარაა მიხვდა, რომ მის დედიკოს ვიღაც უყვიროდა
მეორე კონტროლიორი ექაჩებოდა ჩავიდეთ უკვე დროაო არადა ქალი არ ჩერდებოდა
მგზავრებს გადავხედე და გავოგნდი ზოგი ფანჯარაში იყურებოდა ზოგიც რატომღაც ავტობუსის ჭერით იყო დაინტერესებული ზოგსაც მობილურში ჩაეყო ღრმად თავი ხმა არავის ამოუღია
-როგორც იქნა ჩამოვედით მეც და კონტროლიორიც გაჩერებაზე თუმცა კონტროლიორი არ ჩერდებოდა
გაოგნებული,გულნატკენი,შეურაცხყოფილი ვიდექი გაჩერებაზე თვალი გავაყოლე მგზავრებით სავსე დადუმებულ ავტობუსს და პირველად გავიმეტე ჩემი ქვეყანა მეტეორისთვის.”