პეტრე ცისკარიშვილი: პუტინი ტელევიზიებში ჩანს და პრეზიდენტობს მაინც, ივანიშვილი კი მიმალული ხელმწიფეა

ბიძინა ივანიშვილს წარმოუდგენია, რომ ყველა ინსტიტუცია ყველა დონეზე, ცენტრალიზებული იქნება, თუ რეგიონებში, უნდა ექვემდებარებოდეს მას. უნდა იყვნენ მისი პირადი ხელქვეითები, თანაშემწეები, სტომატოლოგები და ასე შემდეგ – ამის შესახებ ნაცმოძრაობის დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
პეტრე ცისკარიშვილი: პუტინი ტელევიზიებში ჩანს და პრეზიდენტობს მაინც, ივანიშვილი კი მიმალული ხელმწიფეა
“ეს ხელისუფლება არის თავისი მიდრეკილებებით და ხასიათით ავტორიტარული რეჟიმი. მათ არ აწყობთ რეფორმები, ევროკავშირი, თავისუფალი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. ისინი არაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ არჩევნები არ გაყალბდეს და თავისუფალი საარჩევნო გარემო იყოს ქვეყანაში, იმიტომ რომ მათ, როგორც პუტინს რუსეთში, ზუსტად ასევე უნდა. პუტინი ჩანს მაინც ტელევიზიებში, პრეზიდენტობს მაინც, ეს (ბიძინა ივანიშვილი) აბსოლუტურად განსხვავებული, მიმალული, გადამალული ხელმწიფეა. მონარქად წარმოუდგენია თავი. ოლიგარქსაც ვეღარ ვუწოდებ მას, იმიტომ რომ ოლიგარქი თავისი შინაარსით, რამდენიმე ფიგურას ნიშნავს, ეს მონარქი კაცი გადამალულია. უბრალოდ, სიცოცხლის ბოლომდე უნდა, რომ ქვეყანას მართავდეს. რომელ ევროკავშირზე, რა რეფორმებზე, სასამართლოზე და მართლმსაჯულებაზეა საუბარი, როდესაც ამ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს წარმოუდგენია, რომ ყველა ინსტიტუცია ყველა დონეზე, ცენტრალიზებული იქნება, თუ რეგიონებში, უნდა ექვემდებარებოდეს მას. უნდა იყვნენ მისი პირადი ხელქვეითები, თანაშემწეები, სტომატოლოგები და ასე შემდეგ”_ განაცხადა პეტრე ცისკარიშვილი.