აშშ-ის წინასწარი შეფასებით, პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა დაეცა – Associated Press

Associated Press-ი სამ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩავარდა და ორი ადამიანი დაიღუპა, შესაძლოა, უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა იყოს.

აშშ-ის წინასწარი შეფასებით, პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა დაეცა - Associated Press

მათი თქმით, რომლებმაც გამოცემასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, სავარაუდოდ, ეს იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ გასროლილი რაკეტა რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. პარალელურად, პოლონეთის სასაზღვრო სოფელში რაკეტა ჩავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთში სასწრაფოდ შეიკრიბა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მინისტრთა საბჭოს კომიტეტი. მათ გადაწყვიტეს, გაზარდონ ზოგიერთი დანაყოფის მზადყოფნა და განიხილონ ნატოს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გამოყენება.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ საღამოს გამართულ მიმართვაში განაცხადა, რომ ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა რაკეტა.