პენტაგონი რუსული რაკეტების პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნას ამ ეტაპზე ვერ ადასტურებს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რუსული რაკეტების პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

პენტაგონი რუსული რაკეტების პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნას ამ ეტაპზე ვერ ადასტურებს

„ჩვენ გავეცანით პრესაში გავრცელებულ ცნობებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ორი რუსული რაკეტა პოლონეთში უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ამ მომენტისთვის არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ამ ცნობებს დაადასტურებდა და განვაგრძობთ საკითხის შესწავლას“, – აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მანამდე სააგენტო Associated Press-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომლის აფეთქებასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.