ჩრდილოეთ ნაკადის დაზიანებულ მონაკვეთებზე აღმოჩენილია აფეთქების კვალი – შვედეთის პროკურატურა

ჩრდილოეთ ნაკადის დაზიანებულ მონაკვეთებზე აღმოჩენილია აფეთქების კვალი – შვედეთის პროკურატურა. (6 ოქტომბერი)

წყარო

ჩრდილოეთ ნაკადის დაზიანებულ მონაკვეთებზე აღმოჩენილია აფეთქების კვალი - შვედეთის პროკურატურა

გამოძიებამ „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების დაზიანებული მონაკვეთების ადგილას ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინა, რაც ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა დივერსიას. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ შვედეთის პროკურატურაში განაცხადეს.

„ჩრდილოეთ ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მილსადენებზე ოთხ ადგილას დაზიანების მიზეზებს შვედეთისა და დანიის ხელისუფლებები იძიებენ. გაზსადენები ბალტიის ზღვის გავლით რუსეთსა და გერმანიას აკავშირებენ. როგორც გასულ თვეს დანიის პროკურატურამ განაცხადა, წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ მილსადენების დაზიანება და გაზის გაჟონვა ძლიერი აფეთქებებით იყო გამოწვეული.

„ჩატარებული ანალიზი აჩვენებს ასაფეთქებელი ნივთიერების კვალს ამოღებულ რამდენიმე ობიექტზე. გამოძიება უკიდურესად კომპლექსური და ყოვლისმომცველია. მიმდინარე გამოძიება განსაზღვრავს, შესაძლებელია თუ არა ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება“, – ნათქვამია შვედეთის პროკურატურის განცხადებაში.

„ჩრდილოეთ ნაკადის“ ორ მილსადენზე გაზის გაჟონვის შესახებ ინფორმაცია სექტემბრის ბოლოს გავრცელდა.

წყარო: ptn.ge